თავისუფალი ზონა 2022 წლის მიმოხილვა მაგალითებით

თავისუფალი ზონა არის საქართველოს საბაჟო ტერიტორიის სპეციალურად გამოყოფილი ნაწილი.

თავისუფალი ზონის შესასვლელებსა და გამოსასვლელებზე, თავისუფალი ზონის სა­ზ­ღვრებზე (პერიმეტრის ზღუდეზე) პირის, საქონლის ან/და სა­ტრანსპორტო საშუალების გადაადგილების, თავისუფალ ზონაში არსებული ან/და შენახული საქონლის კონტროლს ახორციელებს საბაჟო ორგანო.

 

თავისუფალ ზონაში იმპორტის გადასახდელის გადახდისა და ვაჭრობაში დამცავი ღონისძიებების განხორციელებისთვის უცხოური საქონლის შეტანა არ მიიჩნევა საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევად და, შესაბამისად, ამ საქონელზე იმპორტის გადასახდელი არ გადაიხდევინება.

 

 

საქართველოს საქონლის მოთავსებისას გამოიყენება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის ის ნორმები, რომლებიც გამოიყენება ექსპორტის პროცედურაში ანალოგიური საქონლის მოქცევისას.

 

 

 

თავისუფალი ზონის პროცედურაში საქონელი შეიძლება მოექცეს უვადოდ.

 

 

გაითვალისწინეთ, საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევა/შეუსრულებლობა წარმოადგენს საბაჟო სამართალდარღვევას, რომლის ჩადენისთვისაც გათვალისწინებულია შესაბამისი პასუხისმგებლობა

თავისუფალი ინდუსტრიული ზონა

 

 

 

 

 

 

თავისუფალი ინდუსტრიული ზონა არის:

  • თავისუფალი ზონის სახეობა, სადაც მოქმედებს დამატებითი პირობები და საგადასახადო შეღავათები;
  • საქართველოს ტერიტორიის ნაწილი განსაზღვრული საზღვრებითა და კანონით მინიჭებული სპეციალური სტატუსით.

თავისუფალი ინდუსტრიული ზონა განსაზღვრული ვადით გამოიყოფა ეკონომიკური საქმიანობისათვის და მის ფარგლებში პირები ექვემდებარებიან სპეციალურ ეკონომიკურ და სამართლებრივ რეჟიმს.

 

შენიშვნა ანგარიშსწორება ნებისმიერი ვალუტით ხორციელდება :

  • თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში;
  • თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოსა და საქართველოს საწარმოს შორის.

 

თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საქმიანობას ახორციელებენ ამ ზონაში რეგისტრირებული საწარმოები.

 

 

თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გარეთ რეგისტრირებული საწარმოები (როგორც საქართველოსი, ისე უცხოური) თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საქმიანობას ახორციელებენ ამ ზონაში რეგისტრირებული მუდმივი დაწესებულებების მეშვეობით, გარდა თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ელექტროენერგიის, წყლის, ბუნებრივი აირის განაწილების, კავშირგაბმულობისა და კანალიზაციის მომსახურებების და მათთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი საქართველოს საწარმოებისა.

 

 

 

 

თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმო საქართველოს სხვა ტერიტორიაზე (თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გარეთ) საქმიანობას ახორციელებს, როგორც უცხოური საწარმოს მუდმივი დაწესებულება და შეიძლება იყოს ნებისმიერი ორგანიზაციულ-სამართლებრივი და საკუთრების ფორმის საწარმო, რომელიც რეგისტრირებულია თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საწარმოთა რეგისტრაციის ნორმების შესაბამისად.

 

საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედებს 4 თავისუფალი ინდუსტრიული ზონა:

  • ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა;
  • ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა;
  • ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა;
  • თბილისის ტექნოლოგიური პარკის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა.

თავისუფალ ზონაში ნებადართული საქმიანობა

დასაშვებია თავისუფალ ზონაში ნებისმიერი საქონლის შეტანა, შენახვა, გადამუშავება, მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, აგრეთვე თავისუფალი ზონიდან ნებისმიერი საქონლის გამოტანა, თუ საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული არ არის.

თავისუფალ ზონაში აკრძალული საქმიანობა

თავისუფალ ზონაში აკრძალულია:

  • შენობის საცხოვრებლად გამოყენება და სამოსახლო და სასტუმრო დანიშნულების კაპიტალური და დროებითი შენობა-ნაგებობების მშენებლობა;
  • იარაღისა და საბრძოლო მასალის წარმოება, იარაღითა და საბრძოლო მასალით ვაჭრობა;
  • ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების წარმოება, ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებებით ვაჭრობა;
  • ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების შეტანა, შენახვა, წარმოება ან/და რეალიზაცია;
  • თამბაქოს ნაწარმის ან/და თამბაქოს ნედლეულის შეტანა, შენახვა, წარმოება ან/და რეალიზაცია.

 

 

შენიშვნა: აკრძალვა არ ეხება თამბაქოს ნაწარმის ან/და თამბაქოს ნედლეულის მხოლოდ ადგილზე მოხმარებისთვის შეტანას. ამასთან, ასეთი შეტანა არ მიიჩნევა საქონლის ექსპორტად.

თავისუფალ ზონაში საქონლის შეტანა

თავისუფალ ზონაში შეიძლება მოთავსდეს:

  • უცხო ქვეყნიდან შეტანილი საქონელი;
  • საქართველოს სხვა საბაჟო ტერიტორიიდან შეტანილი უცხოური საქონელი;
  • უცხოური საქონელი, რომელიც მოქცეული იყო საბაჟო პროცედურაში, რომელიც დასრულდა თავისუფალ ზონაში საქონლის შეტანით;
  • საქართველოს საქონელი.

უცხოური საქონლის თავისუფალ ზონაში მოთავსებისას, საქონლის მიმართ განისაზღვრება საბაჟო პროცედურის სახე – თავისუფალი ზონა.

საქართველოს საქონლის მოთავსება თავისუფალ ზონაში ხორციელდება ექსპორტის პროცედურის შესაბამისად.

უცხოური საქონლის მიმართ თავისუფალი ზონის პროცედურის გამოყენების დროს ხორციელდება:

  • საქონლის წარდგენა;
  • ზოგადი დეკლარირება;
  • აღრიცხვის მოწმობის გაცემა/დახურვა;
  • გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის წარდგენა.

თავისუფალ ზონაში საქართველოს საქონლის მოთავსების მიზნით, თავისუფალი ზონის საბაჟო გამშვებ პუნქტში საქონლის წარდგენისას, დეკლარანტს უფლება აქვს:

  • განახორციელოს საქონლის დეკლარირება სასაქონლო ზედნადების/ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების ან საგადასახადო დოკუმენტის წარდგენით, ან
  • წარადგინოს გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია.

 

საბაჟო დეკლარაციის წარდგენა და საქონლის დეკლარირება შესაძლებელია განხორციელდეს:

  • საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანის შემდეგ;
  • წინასწარ (საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე) არაუადრეს 45 კალენდარული დღისა. საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციიდან 45 კალენდარული დღის შემდეგ შემოტანის შემთხვევაში, უნდა განხორციელდეს საქონლის ხელახალი დეკლარირება.

საქონლის საბაჟო დეკლარაციის შესავსებად დოკუმენტების წარდგენა შესაძლებელია:

  • ელექტრონული ფორმით – ოფისიდან გაუსვლელად, შემოსავლებისსამსახურის ვებგვერდის მეშვეობით, გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან განცხადებისა და საქონლის თანმხლები დოკუმენტების ატვირთვით.

იხ. განცხადებები:

აღნიშნულ შემთხვევაში, გაფორმების საბაჟო ორგანოს თანამშრომელი ახორციელებს საქონლის საბაჟო დეკლარაციის შევსება-რეგისტრაციას და რეგისტრირებულ დეკლარაციას ელექტრონული ფორმით, გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე უგზავნის დეკლარანტს.

  • მატერიალური ფორმით – გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ან გაფორმების სხვა ადგილასსაქონლის თანმხლები დოკუმენტების მატერიალური ფორმით წარდგენით.

 

საქონლის საბაჟო დეკლარაციის შევსება და რეგისტრაცია ასევე შეუძლია „eCustoms“–ში დაშვების მქონე პირს, გაფორმების ორგანოსთვის მიმართვის გარეშე, მისთვის სასურველი დროის ნებისმიერ მონაკვეთში.

წინასწარ დეკლარირებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას საბაჟო გამშვებ პუნქტს ეცნობება გაფორმების საბაჟო ორგანოს კოდი და საქონლის საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის ნომერი.

საბაჟო გამშვებ პუნქტში ხორციელდება:

  • სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიცირება;
  • საქონლის გამომგზავნის იდენტიფიცირება;
  • საქონლის მიმღების იდენტიფიცირება;
  • ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე იდენტიფიკაციის საშუალებების შემოწმება.

თუ ადგილი არა აქვს საბაჟო კანონმდებლობის დარღვევას და თუ საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციიდან არ გასულა 45 კალენდარული დღე, საბაჟო დეკლარაციისათვის დერეფნის განსაზღვრის გარეშე, საქონელი და სატრანსპორტო საშუალება გადაადგილდება შესაბამისი თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საბაჟო გამშვები პუნქტის დანიშნულებით.

 

 

გაითვალისწინეთ! იმ შემთხვევაში, თუ თავისუფალი ზონის პროცედურაში წინასწარ დეკლარირებულ საქონელთან ერთად, სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებულია სხვა საბაჟო პროცედურაში წინასწარ დეკლარირებული საქონელი, რომელიც გაშვებულია „მწვანე“ ან „ლურჯი“ დერეფნის გამოყენებით, საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე ასეთი საქონლის გადატვირთვა/გადმოტვირთვა და საქონლის გადამაადგილებელ სატრანსპორტო საშუალებაზე დადებული საბაჟო იდენტიფიკაციის მოხსნა/მოცილება დასაშვებია მხოლოდ თავისუფალი ზონის პროცედურაში წინასწარ დეკლარირებული საქონლის დანიშნულების ადგილზე წარდგენის/გამოცხადებისა და საქონლის საბაჟო დეკლარაციისათვის შეფასების ნომრის მინიჭების შემდეგ.

 

 

 

თავისუფალი ზონიდან საქონლის გატანა

თავისუფალი ზონიდან საქონლის გატანა ხორციელდება:

  • საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან მისი გატანით, ან
  • საქართველოს საბაჟო ტერიტორიის სხვა ადგილზე გადატანით.

 

 

 

 

 

საქონლის საბაჟო დეკლარაციის შესავსებად დოკუმენტების წარდგენა შესაძლებელია:

  • ელექტრონული ფორმით – ოფისიდან გაუსვლელად, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის მეშვეობით, გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან განცხადებისა და საქონლის თანმხლები დოკუმენტების ატვირთვით.

იხ. განცხადებები:

 

 

 

 

აღნიშნულ შემთხვევაში, გაფორმების საბაჟო ორგანოს თანამშრომელი ახორციელებს საქონლის საბაჟო დეკლარაციის შევსება-რეგისტრაციას და რეგისტრირებულ დეკლარაციას ელექტრონული ფორმით, გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე უგზავნის დეკლარანტს.

 

 

 

  • მატერიალური ფორმით – გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ან გაფორმების სხვა ადგილას საქონლის თანმხლები დოკუმენტების მატერიალური ფორმით წარდგენით.

საქონლის საბაჟო დეკლარაციის შევსება და რეგისტრაცია ასევე შეუძლია „eCustoms“–ში დაშვების მქონე პირს, გაფორმების ორგანოსთვის მიმართვის გარეშე, მისთვის სასურველი დროის ნებისმიერ მონაკვეთში.

 

 

 

 

თავისუფალი ზონიდან საქონლის სხვა ქვეყანაში გატანა შესაძლებელია:

  • ექსპორტის პროცედურით – თავისუფალ ზონაში ექსპორტის პროცედურით მოთავსებული საქონლის ან თავისუფალ ზონაში წარმოებული საქონლის შემთხვევაში;
  • რეექსპორტით– თავისუფალი ზონის პროცედურაში მოქცეული საქონლის შემთხვევაში.

 

 

თავისუფალი ზონიდან რეექსპორტის შემთხვევაში, საბაჟო ორგანოს წარედგინება რეექსპორტის შეტყობინება, რომელიც ივსება აღრიცხვის მოწმობის ფორმით.

თავისუფალ ზონაში არსებული საქონლის, როგორც უცხოური საქონლის, საქართველოს სხვა საბაჟო ტერიტორიაზე გადატანის დროს ხორციელდება საბაჟო კანონმდებლობით (მათ შორის, საბაჟო პროცედურის განსაზღვრისათვის) საქართველოში უცხოური საქონლის შემოტანისათვის დადგენილი ფორმალობები.ასევე, შესაძლებელია ელექტრონული ფორმით ცვლილების განხორციელების მოთხოვნა:

 

თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შესახებ  2023 წლის მიმოხილვა.

რა სახელმწიფო გადასახადები უწევს საქართველოს თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში რეგისტრირებულ კომპანის ჯი ენერჯის?

 

გადახდის წყაროსთან დასაკავებელი (საშემოსავლო) გადასახადი –  იმ შემთხვევაში თუ ის თავად განაცხადებს სურვილს (განცხადებით), რომ ფიზიკურ პირზე გაცემულ ანაზღაურებაზე საშემოსავლო გადასახადს თავად გადაიხდის სახელმწიფო ხაზინაში და თავად კომპანია დაადეკლარირებს. სხვა შემთხვევაში კი გადასახადების გადახდა და დადეკლარირება მოუწევს ანაზღაურების მიმღებ ფიზიკურ პირს.

ყურადღება!

თუ ,  თიზ-ში რეგისტრირებული კომპანია, არ გამოთქვამს ამგვარ სურილს და არ დათანხმდება საშემოსავლოს თავად გადახდაზე, მაშინ ავტომატურად საშემოსავლო გადასახადს გადაიხდის ხელფასის მიმღები – დასაქმებული.

მაგალითი 1:

თუ ჯი-ენერჯიმ (საქართველოში რეგისტრირებული ფილიალიდან) საქართველოს რეზიდენტ პირს გიორგი მაისურაძეს უნდა ჩაურიცხოს ხელფასი 100 ლარი და თან განცხადებით შეუთანხმდა რომ საშემოსავლოს ჯი ენერჯი გადაიხდიდა და არა გიორგი მაისურაძე:

ჯი ენერჯიმ გიორგი მსაიურაძეს უნდა გადაუხადოს ხელფასი 80 ლარი;

ჯი ენერჯიმ საქართველოს ბიუჯეტში უნდა გადაიხადოს 20 ლარი (80+20=100 ლ. // 100 -ის 20% = 20 ლარს).

მაგალითი 2:

თუ ჯი-ენერჯიმ (საქართველოში რეგისტრირებული ფილიალიდან) საქართველოს რეზიდენტ პირს გიორგი მაისურაძეს უნდა ჩაურიცხოს ხელფასი 100 ლარი და თან განცხადებით არ შეუთანხმდა რომ საშემოსავლოს ჯი ენერჯი გადაიხდიდა და არა გიორგი მაისურაძე;

ჯი ენერჯიმ გიორგი მსაიურაძეს უნდა გადაუხადოს ხელფასი 100 ლარი;

ჯი ენერჯიმ საქართველოს ბიუჯეტში უნდა გადაიხადოს 0 ლარი. 

მაგალითი 3:

თუ ჯი-ენერჯიმ (საქართველოს ფარგლებს გარეთ რეგისტრირებული ფილიალიდან) საქართველოს რეზიდენტ პირს გიორგი მაისურაძეს უნდა ჩაურიცხოს ხელფასი 100 ლარი და თან განცხადებით არ შეუთანხმდა რომ საშემოსავლოს ჯი ენერჯი გადაიხდიდა და არა გიორგი მაისურაძე;

ეს შემთხვევა რეგულირდება იმ ქვეყნის საგადასახადო კოდექსით სადაც ჯი-ენერჯის აქვს ოფიციალური რეგისტრირებული ფილიალი.

 

დღგ (უკუდაბეგვრის) – როდესაც თიზ-ში რეგ. კომპანია მოახდენს მომსახურების ანაზღაურებას საქართველოს არარეზიდენტ პირზე, თიზ-ში რეგ. კომპანია დაიბეგრება „უკუდაბეგვრის“ დღგ-თი.

დაბეგვრის ობიექტია:

თიზ-ის მიერ გაცემული მომსახურების ანაზღაურება საქართველოს არარეზიდენტი პირისთვის.

საშემოსავლო (არარეზიდენტის) – როდესაც თიზ-ში რეგ. კომპანია მოახდენს მომსახურების ანაზღაურებას საქართველოს არარეზიდენტ პირზე, თიზ-ში რეგ. კომპანია დაიბეგრება საშემოსავლო (არარეზიდენტის) გადასახადით.

დაბეგვრის ობიექტია:

თიზ-ის მიერ გაცემული მომსახურების ანაზღაურება საქართველოს არარეზიდენტი პირისთვის.

ყურადღება!

დღგ (უკუდაბეგვრის) შემთხვევაში, მნიშვნელოვანი ფაქტორია თუ სად არის მომსახურების გაწევის ადგილი, საქართველო თუ საქართველოს ფარგლებს გარეთ.

თუ საქართველოს არარეზიდენტი, საქართველოს ტერიტორიაზე გვიწევს მომსახურებას, აღნიშნული იბეგრება 18%-ით დღგ-თი

თუ საქართველოს არარეზიდენტი, საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ გვიწევს მომსახურებას აღნიშნული, საქართველოს კანონდმებლობით არ დაიბეგრება დღგ-თი.

ასევე, დღგ-თი (უკუდაბეგვრის) განთავისუფლებულია საერთაშორისო გადაზიდვები.

საშემოსავლო (არარეზიდენტის) გადასახადის შემთხვევაში, მნიშვნელოვანი ფაქტორია თუ რომელი ქვეყნის რეზიდენტი პირი გვიწევს მომსახურებას.

თუ იმ ქვეყნის რეზიდენტი გვიწევს მომსახურებას, რომელთანაც საქართველოს სახელმწიფოს გაფორმებული არ აქვს ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმება, მაშინ აღნიშნული დაიბეგრება 10% საშემოსავლო გადასახდით.

თუ იმ ქვეყნის რეზიდენტი გვიწევს მომსახურებას, რომელთანაც საქართველოს სახელმწიფოს გაფორმებული აქვს ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმება, მაშინ აღნიშნული არ დაიბეგრება  საშემოსავლო გადასახდით, ქართული კანონდმებლობით.

მაგალითი 4:

ჯი-ენერჯიმ (საქართველოში რეგისტრირებული ფილიალიდან) მომსახურების ანაზღაურების მიზნით (გარდა საერთაშორისო გადაზიდვის მომსახურებისა), თანხა უნდა გადაუხადოს საქართველოს არარეზიდენტ პირს, (როცა მომსახურების გაწევის ადგილი საქართველოა) მაგალითად აშშ-ს კომპანიას ან აშშ-ს რეზიდენტს 1000 USD:

ჯი ენერჯიმ აშშ-ს რეზიდენტს უნდა გადაუხადოს  900 USD;

ჯი ენერჯიმ საქართველოს ბიუჯეტში უნდა გადაიხადოს 10% ანუ  100 USD.  (რადგან საქართველოსა და აშშ-ს შორის გაფორმებული არ არის ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმება)

ჯი ენერჯიმ საქართველოს ბიუჯეტში უნდა გადაიხადოს დღგ 18% ანუ  180 USD.  (უკუდაბეგვრის დღგ)

ჯამში: 1180 USD

მაგალითი 5:

ჯი-ენერჯიმ (საქართველოში რეგისტრირებული ფილიალიდან) მომსახურების ანაზღაურების მიზნით (გარდა საერთაშორისო გადაზიდვის მომსახურებისა), თანხა უნდა გადაუხადოს საქართველოს არარეზიდენტ პირს, (როცა მომსახურების გაწევის ადგილი არ არის საქართველო) მაგალითად აშშ-ს კომპანიას ან აშშ-ს რეზიდენტს 1000 USD:

ჯი ენერჯიმ აშშ-ს რეზიდენტს უნდა გადაუხადოს  900 USD;

ჯი ენერჯიმ საქართველოს ბიუჯეტში უნდა გადაიხადოს 10% ანუ  100 USD.  (რადგან საქართველოსა და აშშ-ს შორის გაფორმებული არ არის ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმება)

ჯი ენერჯიმ საქართველოს ბიუჯეტში უნდა გადაიხადოს დღგ 0 USD.  (რადგან მომსახურების გაწევის ადგილი არ არის საქართველო)

ჯამში: 1000 USD

მაგალითი 6:

ჯი-ენერჯიმ (საქართველოში რეგისტრირებული ფილიალიდან) მომსახურების ანაზღაურების მიზნით (გარდა საერთაშორისო გადაზიდვის მომსახურებისა), თანხა უნდა გადაუხადოს საქართველოს არარეზიდენტ პირს, (როცა მომსახურების გაწევის ადგილი საქართველოა) მაგალითად ირლანდიის-ს კომპანიას ან ირლანდიის-ს რეზიდენტს 1000 USD:

ჯი ენერჯიმ ილანდიის რეზიდენტს უნდა გადაუხადოს  1000 USD;

ჯი ენერჯიმ საქართველოს ბიუჯეტში უნდა გადაიხადოს საშემოსავლო გადასახადი  0 USD.  (რადგან საქართველოსა და ირლანდიას შორის გაფორმებულია ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმება)

ჯი ენერჯიმ საქართველოს ბიუჯეტში უნდა გადაიხადოს დღგ 18% 180 USD. 

ჯამში: 1180 USD

მაგალითი 7:

ჯი-ენერჯიმ (საქართველოში რეგისტრირებული ფილიალიდან) საერთაშორისო გადაზიდვის მომსახურებისთვის, თანხა უნდა გადაუხადოს საქართველოს არარეზიდენტ პირს, მაგალითად აშშ-ს კომპანიას ან აშშ-ს რეზიდენტს 1000 USD :

ჯი ენერჯიმ აშშ-ს რეზიდენტს უნდა გადაუხადოს  900 USD;

ჯი ენერჯიმ საქართველოს ბიუჯეტში უნდა გადაიხადოს საშემოსავლო 100 USD .  (რადგან საქართველოსა და აშშ-ს შორის გაფორმებული არ არის ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმება)

ჯი ენერჯიმ საქართველოს ბიუჯეტში უნდა გადაიხადოს დღგ 0 USD (რადგან საერთაშორისო გადაზიდვა გათავისუფლებულია დღგ-სგან) 

ჯამში: 1000 USD

მაგალითი 8:

ჯი-ენერჯიმ (საქართველოში რეგისტრირებული ფილიალიდან) საერთაშორისო გადაზიდვის მომსახურებისთვის, თანხა უნდა გადაუხადოს საქართველოს არარეზიდენტ პირს, მაგალითად ირლანდიის-ს კომპანიას ან ირლანდიის-ს რეზიდენტს 1000 USD:

ჯი ენერჯიმ ილანდიის რეზიდენტს უნდა გადაუხადოს  1000 USD;

ჯი ენერჯიმ საქართველოს ბიუჯეტში უნდა გადაიხადოს 0 USD (რადგან საერთაშორისო გადაზიდვა გათავისუფლებულია დღგ-სგან) 

მაგალითი 9:

ჯი-ენერჯიმ (საქართველოს ფარგლებს გარეთ რეგისტრირებული ფილიალიდან), მომსახურების ანაზღაურების მიზნით თანხა უნდა გადაუხადოს საქართველოს არარეზიდენტ პირს, მაგალითად აშშ-სკომპანიას ან აშშ-ს რეზიდენტს ან ირლანდიის რეზიდენტს 1000 USD :

ეს შემთხვევა რეგულირდება იმ ქვეყნის საგადასახადო კოდექსით სადაც ჯი-ენერჯის აქვს ოფიციალური რეგისტრირებული ფილიალი.

თიზის საწარმოს გაანგარიშება –  თიზ-ის საწარმო ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული პირისათვის (გარდა თიზ-ის საწარმოსი) საქონლის მიწოდების (სასაქონლო ზედნადებით) შემთხვევაში გადაიხადოს საქონლის მიწოდებით მიღებული/მისაღები შემოსავლის (საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებისას − ამ საქონლის საბაზრო ფასის)  პროცენტი.

თიზის საწარმოს გაანგარიშება –  საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული პირის მიერ (გარდა თიზ-ის საწარმოსი) თიზ-ის საწარმოსთვის საქონლის (გარდა ადგილზე მოხმარებისათვის ან/და წარმოებისათვის განკუთვნილი ელექტროენერგიისა, წყლისა და ბუნებრივი აირისა) მიწოდებისას (სასაქონლო ზედნადებით) თიზ-ის საწარმო ვალდებულია გადაიხადოს მიწოდებული საქონლის საბაზრო ფასის პროცენტი.

მაგალითი 10:

ჯი ენერჯიმ (საქართველოში რეგისტრირებული ფილიალი) საქართველოს რეზიდენტ კომპანიას მიაწოდა 1000 ლარის ღირებულების საქონელი ზედნადებით:

ჯი ენერჯი გადაიხდის 4% ანუ 40 ლარს.

მაგალითი 11:

ჯი ენერჯის (საქართველოში რეგისტრირებული ფილიალი) საქართველოს რეზიდენტმა კომპანიამ მიაწოდა 1000 ლარის ღირებულების საქონელი ზედნადებით:

ჯი ენერჯი გადაიხდის 4% ანუ 40 ლარს.

 

თიზ-ში რეგისტრირებული კომპანიებისთვის – ჯი ენერჯისთვის, სად გადაიხდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახდელი გადასახადები ?

 

საქართველოს სახელმწიფო ხაზინაში, სახაზინო კოდზე: 101001000 ; გადასახადების ერთიანი კოდი.

 

რომელი სახელმწიფო გადასახადებისგან არის გათავისუფლებული  საქართველოს თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში რეგისტრირებული კომპანა ჯი ენერჯი?

 

მოგების გადასახადი – თიზ-ის საწარმო გათავისუფლებულია მოგების გადასახადისგან, თუკი მას ეს მოგება მიღებული აქვს თიზ-ში ნებადართული საქმიანობიდან.

მაგალითი 12:

ჯი ენერჯმა (საქართველოში რეგისტრირებული ფილიალი) მიიღო 10,000 ლარის მოგება:

ჯი ენერჯი საქართველოს ბიუჯეტში გადაიხდის  მოგების გადასახადს 0 ლარს.

დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ) – თიზ-ში დღგ-თი არ იბეგრება ოპერაციები; ასევე, თიზ-ში დღგ-თი  არ იბეგრება უცხოური საქონლის შეტანა.

მაგალითი 13:

ჯი ენერჯმა (საქართველოში რეგისტრირებული ფილიალი) მიიღო 100,000,000 ლარის შემოსავალი:

ჯი ენერჯი საქართველოს ბიუჯეტში გადაიხდის  დღგ-ს 0 ლარს.

მაგალითი 14:

ჯი ენერჯმა (საქართველოში რეგისტრირებული ფილიალი) იმპორტით მიიღო 5000 USD  საქონელი:

ჯი ენერჯი ბიუჯეტში გადაიხდის დღგ-ს (იმპორტის) 0 USD

ქონების გადასახადი – თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში არსებული ქონება ქონების გადასახით არ იბეგრება.

მაგალითი 15:

ჯი ენერჯის (საქართველოში რეგისტრირებული ფილიალი) ქონება შეადგენს 50,000,000 USD

ჯე ენერჯი ბიუჯეტში გადაიხდის ქონების გადასახადს 0 USD.

იმპორტის  გადასახადი – თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში იმპორტის ოპერაციები  გათავისუფლებულია იმპორტის გადასახადებისგან. კერძოდ: თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში უცხოური საქონლის შეტანა; თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში წარმოებული საქონლის თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან შეტანა (იმპორტი) საქართველოს სხვა ტერიტორიაზე – თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გარეთ.

მაგალითი 16:

ჯი ენერჯმა (საქართველოში რეგისტრირებული ფილიალი) იმპორტით მიიღო 5000 USD  საქონელი:

ჯი ენერჯი ბიუჯეტში გადაიხდის იმპორტის გადასახადს  0 USD.

Share this