მრავალსართულიანი პარკირების სისტემები

მოგახსენებთ რომ  2014 წლიდან არაერთი სტრატეგიული მნიშვნელობის  პროექტის პრეზენტაცია განვახორციელეთ ჩვენს პარტნიორ კომპანიებთან ერთად  რომლებსაც მთელ მსოფლიოში წამყვანი პოზიციები და მაღალი ავტორიტეტი გააჩნიათ. აღნიშნული კომპანიები    თანამედროვე მსოფლიოში ქმნიან მნიშვნელოვან ეკონომიკურ დოვლათს და ახორციელებენ ინოვაციურ პროექტებს.  თბილისში და მთელ საქართველოში უსწრაფეს რეჟიმში განსახორციელებელია    ქალაქების განტვირთვა და მათი განვითარება. განსაკუთრებით  აუცილებელია ჩვენს დედაქალაქში  დაწყებულ იქნეს ისეთი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება და მათი დასრულება დროულად როგორიცაა მრავალსართულიანი პარკინგის სისტემების მშენებლობა,ველო ტრასების განვითარება, ველო კულტურის დამკვიდრება, ველოსისტემების მოწყობა და მათი ეფექტური მართვა. ქალაქისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია ტრამვაის განვითარება და ამისათვის ინფრასტრუქტურული სამუშაოების ეფექტურად  ჩატარება, დროულად მოსაწესრიგებელია ავტობუსებში გადახდის სიტემები და მთლიანად საზოგადოებრივ ტრანსპორტში ინოვაციური ტექნოლოგიების დამკვიდრება. ჩვენი მიზანია მოცემული შთამბეჭდავი და გონივრული პროექტების განხორციელებით განვავითაროთ მთლიანი ინფრასტრუქტურა, თბილისი და მთელი   საქართველო გავხადოთ უფრო მიმზიდველი ტურისტებისათვის. ჩვენ არაერთი სოლიდური კომპანია ჩამოვიყვანეთ საქართველოში რომლებიც მზად არიან ჩვენთან ერთად განახორციელონ ყველაზე ამბიციური პროექტები მთელ  საქართველოში და ყოველივე  ამით შექმნან დამატებითი  სამუშაო ადგილები. ჩვენს მიერ თითოეული განსახორციელებელი პროექტები როგორც დედაქალაქში ასევე რეგიონებში ხორციელდება  „სმარტ სიტის“ კონცეფციის ფარგლებში.ჩვენი მიზანია მოცემული შთამბეჭდავი და გონივრული პროექტების განხორციელებით განვავითაროთ მთლიანი ინფრასტრუქტურა და საქართველო გავხადოთ უფრო მიმზიდველი ტურისტებისათვის. ქალაქის  ხელმძღვანელებმა  პირებმა  მნიშვნელოვანია მოახდინონ სმარტ სითის კონცეფციის  ფარგლებში მოცემული სტრატეგიული  პროექტების რეალიზება თბილისსა და  საქართველოს რამოდენიმე ქალაქში.

ჩვენ მთელმა საზოგადოებამ ერთად უნდა შევძლოთ 21-ე საუკუნის ქალაქების მშენებლობა და განვითარება ისე რომ ერთი მხრივ არ  დაზიანდეს ქალაქის ისტორიული არქიტექტურული სხეული და მეორეს მხრივ მაქსიმალურად იქნეს ათვისებული და გამოყებული მსოფლიოში მოწინავე ტექნოლოგიები. მრავალჯერ გავიმეორებ და ხაზგასმით აღვნიშნავ რომ 21-ე საუკუნე არ არის შავი ჯიპების ,  უგემოვნობის და საბჭოთა მოძველებული და დაჭაობებული აზროვნების საუკუნე ,ეს არის შესაძლებლობების ,ინოვაციური ტექნოლოგიების და ადამიანის განვითარების უმაღლესი საუკუნე .

ჩვენმა ბიზნეს ჯგუფმა გააკეთა საკმაოდ სოლიდური პრეზენტაცია თანამედროვე მრავალსართულიანი პარკირების სისტემების მოწყობაზე, ჩვენ დედაქალაქს წარმოვუდგინეთ სმარტ სიტის ფარგლებში დედაქალაქის განვითარების ეფექტური გეგმა მრავალსართულიანი პარკირების სისტემების სახით. აღნიშნულ თემაზე დეტალურად მოგახსენებთ :

ჩვენი კომპანია ივერია მოტორსი პარკირების მწვავე პრობლემის მოსაგვარებლად საქართველოში თანამედროვე სისტემების შემოღებაზე მუშაობს. საუბარია როგორც მიწისზედა, ისე მიწისქვეშა და ლიფტისებურ, მრავალსართულიან პარკინგ სისტემებზე. სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებიდან გამომდინარე, შერჩეულია, რა ტიპის პარკინგ-სისტემები იქნება საქართველოთვის გამოსადეგი.

ესენია, პაზლის ტიპის ორ და მრავალსართულიანი სისტემა; კოშკურა მრავალსართულიანი ლიფტისებური სისტემა და კარუსელის როტაციული სისტემა. აღნიშნული სისტემები მეტალის კონსტრუქციისგან შედგება, რომელიც ადვილად მონტაჟდება საჭირო ადგილებზე, არ მოითხოვს დიდ კაპიტალ-დაბანდებებს, ხელსაყრელია მისი ადვილად მართვა და, ასევე, შესაძლებელია საჭიროებისას მისი დემონტაჟი და სხვა ადგილას გადატანა. მეტალის კონსტრუქციის დამონტაჟება შესაძლებელია ისეთ დასახლებულ ადგილებზე, სადაც გაძნელებულია ახალი მშენებლობები.

ჩვენ თითოეული სისტემის უპირატესობებს მოგახსენებთ:

როტაციული ტიპის პარკინგის სისტემა კარუსელის ტიპის კონსტუქციას წარმოადგენს, რომელიც მოძრაობს ვერტიკალურ-წრიულად. გამოირჩევა მართვის სიმარტივითა და სისწრაფით და თითოეული სისტემა მხოლოდ 3 ავტომობილის ადგილს იკავებს. ვერტიკალურად კი შეიძლება 12-13 ავტომობილის სადგომის განთავსება. რაც შეეხება კოშშკურა-მრავალსართულიანი ლიფტისებურ პარკინგ-სისტემას, ის წარმოადგენს ს ლიფტის სტილს, რომელიც მაღლა სწევს მანქანას გამიზნულ სართულამდე, ხოლო სასრიალო მექანიზმს კი მანქანა პარკინგის ადგილამდე გადაყავს. ლიფტის მოწყობილობა დაეშვება ქვედა სართულამდე, სამანქანო პლატფორმა თავისი მოწყობის წესის მიხედვით რწმუნდება, რომ მანქანის სამართავი მექანიზმი უკვე გარეთაა და მძღოლს შეუძლია წაიყვანოს მანქანა.

რაც შეეხება პარკირების ფასიან სისტემებს შესაძლებელია, აღნიშნული კომერციულად მიმზიდველ ადგილას განთავსდეს, სადაც ავტომობილების ხშირი მოძრაობაა, როგორიცაა ჰოსპიტალის, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სახელმწიფო დაწესებულებების ტერიტორიები. ამ შემთხვევაში თითოეული ავტომობილის ადგილი შეიძლება საათში 2 ლარად გაქირავდეს.

ჩვენს კომპანიას მოლაპარაკებები დაწყებული აქვს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და მათი მხარდაჭერა უკვე არსებობს, რაც ისტორიული საქმეა.

საინვესტიციო კომპანია ივერია მოტორსის დამფუძნებელი გიორგი ქიშმარია

Share this