მოგახსენებთ რომ 2014 წლიდან არაერთი სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტის პრეზენტაცია განვახორციელეთ ჩვენს პარტნიორ კომპანიებთან ერთად რომლებსაც მთელ მსოფლიოში წამყვანი პოზიციები და მაღალი ავტორიტეტი გააჩნიათ. აღნიშნული კომპანიები თანამედროვე მსოფლიოში ქმნიან მნიშვნელოვან ეკონომიკურ დოვლათს და ახორციელებენ ინოვაციურ პროექტებს. თბილისში და მთელ საქართველოში უსწრაფეს რეჟიმში განსახორციელებელია ქალაქების განტვირთვა და მათი განვითარება. განსაკუთრებით აუცილებელია ჩვენს დედაქალაქში დაწყებულ იქნეს ისეთი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება და მათი დასრულება დროულად როგორიცაა მრავალსართულიანი პარკინგის სისტემების მშენებლობა,ველო ტრასების განვითარება, ველო კულტურის დამკვიდრება, ველოსისტემების მოწყობა და მათი ეფექტური მართვა. ქალაქისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია ტრამვაის განვითარება და ამისათვის ინფრასტრუქტურული სამუშაოების ეფექტურად ჩატარება, დროულად მოსაწესრიგებელია ავტობუსებში გადახდის სიტემები და მთლიანად საზოგადოებრივ ტრანსპორტში ინოვაციური ტექნოლოგიების დამკვიდრება. ჩვენი მიზანია მოცემული შთამბეჭდავი და გონივრული პროექტების განხორციელებით განვავითაროთ მთლიანი ინფრასტრუქტურა, თბილისი და მთელი საქართველო გავხადოთ უფრო მიმზიდველი ტურისტებისათვის. ჩვენ არაერთი სოლიდური კომპანია ჩამოვიყვანეთ საქართველოში რომლებიც მზად არიან ჩვენთან ერთად განახორციელონ ყველაზე ამბიციური პროექტები მთელ საქართველოში და ყოველივე ამით შექმნან დამატებითი სამუშაო ადგილები. ჩვენს მიერ თითოეული განსახორციელებელი პროექტები როგორც დედაქალაქში ასევე რეგიონებში ხორციელდება „სმარტ სიტის“ კონცეფციის ფარგლებში.ჩვენი მიზანია მოცემული შთამბეჭდავი და გონივრული პროექტების განხორციელებით განვავითაროთ მთლიანი ინფრასტრუქტურა და საქართველო გავხადოთ უფრო მიმზიდველი ტურისტებისათვის. ქალაქის ხელმძღვანელებმა პირებმა მნიშვნელოვანია მოახდინონ სმარტ სითის კონცეფციის ფარგლებში მოცემული სტრატეგიული პროექტების რეალიზება თბილისსა და საქართველოს რამოდენიმე ქალაქში.
ჩვენ მთელმა საზოგადოებამ ერთად უნდა შევძლოთ 21-ე საუკუნის ქალაქების მშენებლობა და განვითარება ისე რომ ერთი მხრივ არ დაზიანდეს ქალაქის ისტორიული არქიტექტურული სხეული და მეორეს მხრივ მაქსიმალურად იქნეს ათვისებული და გამოყებული მსოფლიოში მოწინავე ტექნოლოგიები. მრავალჯერ გავიმეორებ და ხაზგასმით აღვნიშნავ რომ 21-ე საუკუნე არ არის შავი ჯიპების , უგემოვნობის და საბჭოთა მოძველებული და დაჭაობებული აზროვნების საუკუნე ,ეს არის შესაძლებლობების ,ინოვაციური ტექნოლოგიების და ადამიანის განვითარების უმაღლესი საუკუნე .

თანამედროვე ქალაქი დღეს წარმოუდგენელია ველოსიპედის გარეშე. ჩვენი საინიციატივო ჯგუფის მიერ საქართველოში ჩამოყვანილი იქნა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კომპანია „ SMOOVE “-ის წარმომადგენელი. მოეწყო შეხვედრები ქალაქ თბილისის , ზუგდიდის, ქუთაისის და ფოთის მერიებში. კომპანია შეიქმნა 2008 წელს დიზაინის შემუშავების, დამზადების, მონტაჟის და ავტომატიზირებული ველო-გაქირავების სისტემის კონტროლის და მათი ტექნიკური მომსახურების, მართვისა და დამატებითი ველოსერვისების მიზნით. კომპანია არის ფრანგული და ის მდებარეობს საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში . მას გააჩნია ოფისები ქალაქებში ლიონსა და მონპელიეში. კომპანია შედგება მაღალკვალიფიციური თანამშრომლებისაგან და მისი ძირითადი ქვეკონტრაქტორები არიან ფრანგული კომპანიები.მსოფლიოს 12 ქვეყნის 20 ქალაქში განლაგებულია კომპანია „ SMOOVE -ის“ ველოსიპედების გაქირავების 460 ტერმინალი 8500 ველოსიპედით.


კომპანიის წარმომადგენლების მიერ შესწავლილი იქნა თბილისის რელიეფი და მათ დაადგინეს, რომ ჩვენი ქალაქის ძირითადი ნაწილი გამოდგება ველოშერინგის მოსაწყობათ. კომპანიას გააჩნია საუკეთესო ხარისხის ველოსიპედები და მსოფლიოში ყველაზე თანამედროვე მართვის სისტემა. იქ სადაც კომპანია შევიდა, კომპანიის ველოსიპედები ყველგან იმ ქალაქის სავიზიტო ბარათად იქცა. დარწმუნებული ვართ, რომ ასევე წარმატებული იქნება ის, როგორც ჩვენი ქალაქის მოსახლეობაში ისე ტურისტებშიც. პირველ ეტაპზე ვფიქრობთ ველოშერინგის მოწყობა აუცილებელია ქალაქის ცენტრალურ უბნებში. დასაწყისისათვის 250- 300 ველოსიპედამდე და 35 ტერმინალი იქნება საჭირო სისტემის გამართვისათვის. შემდგომში ეტაპობრივად ველოსიპედების და ტერმინალების რაოდენობა გაიზრდება.კომპანიის მიერ შესწავლილ იქნა შემდეგი ქალაქები საქართველოში,ქ.ზუგდიდი, ქ.ქუთაისი ,ქ.ფოთი. ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება გახლავთ ზუგდიდი ანაკლიის მიმართულება რომელიც ტურიზმის განვითარების კუთხით განსაკუთრებით საინტერესოა.

უპირველეს ყოვლისა ჩვენ ქალაქში საჭიროა ველოტრასების მოწყობა. სანამ ველოტრასები მოეწყობა უნდა ჩატარდეს კვლევითი და დაპროექტებითი სამუშაოები. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თუ, რომელი კომპანია ჩაატარებს ამ სამუშაოებს. ჩვენს მიერ წარმოდგენილი იქნა რამდენიმე გამოცდილი კომპანია რომლებსაც შეუძლიათ მაღალ დონეზე შეასრულონ არსებული სამუშაოები. დაინტერესების შემთხვევაში ისინი მზად არიან ჩამოვიდნენ და მაღალ დონეზე ჩაატარონ კვლევითი და საპროექტო სამუშაოები.
ჩვენს მიერ გახორციელდა 2011 წელს ქ.ბათუმში უმნიშვნელოვანესი პროექტი რომელიც არის ველო ბათუმი ,მოეწყო გზები და განთავსდა ბათუმველოს საკუთრებაში 370 ველოსიპედი 23 ველო ტერმინალი. ველოსიპედით მოძრაობა შესაძლებელია ქალაქში გამოყოფილ სპეციალურ ველოტრასებზე. ძველი და ახალი ბულვარის ზღვისპირა ზოლზე განთავსებული ტერმინალებიდან ხდება ველოსიპედების გამოყვანა.მოგეხსენებათ რომ ბათუმი ველო არის ამჟამად ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი საქართველოში და ტურისტების ყველაზე კომფორტული ადგილი.ცალსახაა აღნიშნულმა პროექტმა განავითარა ტურისტული პოტენციალი ბათუმში და მთლიანად აჭარაში.


ერთ-ერთ ყველაზე ეკოლოგიურ ტრანსპორტად მსოფლიოში ითვლება ტრამვაი. თბილისისათვის ტრამავი უცხო არ არის. ის ყოველთვის პოპულიარული იყო ჩვენ ქალაქში. თანამედროვე ტრამვაი კომფორტაბელურად მოემსახურება ჩვენი ქალაქის მოსახლეობას და მის სტუმრებს , გაალამაზებს თბილისის იერსახეს და მნიშვნელოვნად განტვირთავს ჩვენ ქალაქს საცობებისაგან.

კომპანია “PESA “დღეს მსოფლიოში ერთ- ერთი საუკეთესო კომპანიაა რომელიც აწარმოებს ტრამვაის. დაინტერესების შემთხვევაში კომპანიის წარმომადგენლები მზად არიან მოაწყონ საქმიანი შეხვედრები ჩვენ დედაქალაქში. ჩვენთვის ცნობილია , რომ ტრამვაი საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, მაგრამ ვფიქრობთ სამუშაო იმდენად მოცულობითია და ხანგრძლივ პროცესს მოიცავს, რომ დღეს უკვე დროა ამ საკითხზე მუშაობის დაწყების და შემდგომში როცა ფინანსები გამოჩნდება უკვე მომზადებული შეხვდება ქალაქი პროექტს განსახორციელებლად.

ტრამვაი და ველოსიპედი არის საუკეთესო გადაწყვეტილება თანამედროვე ქალაქისათვის. რომელიც კიდევ უფრო გაალამაზებს ჩვენ ქალაქს და მიმზიდველს გახდის ტურისტებისათვის. გაუადვილებს ჩვენ მოსახლეობას გადაადგილებას და განმუხტავს ქალაქს საცობებისაგან.

დღეს არსებული საბილეთო სისტემა თბილისში არ შეესაბამება თანამედროვე მოთხოვნებს. სწორედ ამიტომ ჩვენ უკვე დიდი ხანია ვთანამშრომლობთ ევროპაში საუკეთესო კომპანია “R@G” . კომპანიას მსოფლიოს ბევრ ქალაქში აქვს წარმატებულად დანერგილი საბილეთო სისტემა. კომპანიის ხელმძღვანელობა წელს ორჯერ იყვნენ ჩამოსული თბილისში.

მათ ჰქონდათ შეხვედრები ქალაქ თბილისის მერიაში, თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში და ბანკებთან. კომპანის მიერ წარმოდგენილმა პრეზენტაციამ ყველგან მოწონება დაიმსახურა. მის მიერ წარმოებული პროდუქცია არის საუკეთესო ხარისხის.

კომპანია აწარმოებს ყველა იმ მოწყობილობებს რაც საჭიროა თანამედროვე ელეტრონული საბილეთო სისტემის შექმნისათვის და ამასთანავე ანხორციელებს პროგრამულ უზრუნველყოფას. სისტემის დანერგვის შემთხვევაში სრულად მოწესრიგდება ფინანსური მხარე, მნიშვნელოვნად გაიზრდება მგზავრთა მომსახურების დონე და ძალიან გაუადვილებს მუშაობას სატრანსპორტო კომპანიას და მიცემს დიდ ეკონომიურ ეფექტს მართვის პერიოდში. კომპანია “ R@G “ გარანტიას იძლევა , რომ ჩვენ ქალაქში შექმნის ყველაზე თანამედროვე ელექტრონულ საბილეთო სისტემას , საუკეთესო აპარატურითა და პროგრამული უზრუნველყოფით.



დღეისათვის არსებულ თბილისის სამარშრუტო ხაზებში ძალიან ბევრი არის ეგრეთ წოდებული დუბლირებული საავტობუსო ხაზები. ერთი და იგივე ქუჩაზე გადის რამდენიმე საავტობუსო ხაზი, რაც მნიშვნელოვნად ზრდის სატრანსპორტო კომპანიის ხარჯებს. სპეციალური გადასაჯდომი ტერმინალების მოწყობა ქალაქში არის საუკეთესო გამოსავალი სატრანსპროტო საშუალებების ოპტიმალურად გამოყენებისათვის, კომპანიის სატრანსპორტო ხარჯების მნიშვნელოვნად შემცირებისათვის, საცობების პრობლემის ნაწილობრივ გადაწყვეტისათვის და გამონაბოლქვი აირების შემცირებისათვის.




თანამედროვე ევროპული ავტოსტარანსპორტო საწარმოს შექმნა ავტობუსებისათვის არის ძალიან მნიშვნელოვანი.
აუცილებელია ავტობუსების პარკის თანამედროვე მართვის სისტემაზე გადასვლა. დღეისათვის ევროპაში საავტობუსო პარკის მართვა ხდება მთლიანად ცენტრალური სადისპეტჩეროდან. სადაც ონლაინ რეჟიმში ხდება ავტობუსების მოძრაობის სისტემატიური კონტროლი და მათთან კავშირი. ცენტრალური სადისპეტჩეროდან ხდება ავტობუსების მოძრაობისა და მათ შორის ინტერვალის გაკონტროლება.
თანამედროვე საორგანიზაციო სტრუქტურის შექმნა , ყველა საექსპლოატაციო და ტექნიკური მონაცემების ონლაინ რეჟიმში მიღება და დამუშავება და სხვა თანამედროვე მართვის სისტემებზე გადასვლა , ყოველგვარი ცდომილების მაქსიმალურად გამორიცხვის საშუალებას იძლევა. დღეს თანამედროვე მსოფლიოში საავტობუსო კომპანიები თითქმის ყველგან გადაცემული აქვთ სამართავად კერძო კომპანიებს. ამ მეთოდმა უფრო გაამართლა და მნიშვნელოვნად გაზარდა მომსახურების ხარისხი და შეამცირა ხარჯები.

თანამედროვე ქალაქი დღეს წარმოუდგენელია ელექტროავტობუსების გარეშე. ვფიქრობთ ჩვენ ქალაქში გამოიძებნება რამდენიმე კილომეტრიანი გზის მონაკვეთი მცირე რაოდენობის, მაგრამ ქალაქის იერსახისათვის ესეოდენ საჭირო რამდენიმე ცალი უპილოტო ელექტროავტობუსებისათვის.

ჩვენ გვაქვს კავშირი კომპანიებთან რომლებიც ექსპლოატაციას უწევენ მსგავსი სახის ტრანსპორტს და დიდი გამოცდილება გააჩნიათ. ეკოლოგიურად სუფთა და უხმაურო ტრანსპორტი დაამშვენებს ჩვენ ქალაქს და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ელექტრო ტრანსპორტის პოპულარიზაციას მოსახლეობაში.
ჩვენს მიერ ზემოთ ჩამოთვლილი ღონისძიებების გატარება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს თბილისში საქალაქო ტრანსპორტის განვითარებას . გააუმჯობესებს მოსახლეობის მომსახურების დონეს, შეამცირებს საცობების რაოდენობას და ეკოლოგიურად უფრო სუფთას გახდის ჩვენ ქალაქს. ჩვენ ერთად უნდა ავაშენოთ მომავლის თბილისი და მომავლის საქართვერლო რომელიც განვითარების დონით იქნება ევროპული სახელმწიფოების გვერდით.
გიორგი ქიშმარია


