ჩვენ შესახებ

კომპანიის შესახებ

ვინ ვართ ჩვენ

საადვოკატო ოფისი - ქიშმარია და საერთაშორისო პარტნიორები დაფუძნდა 2008 წელს და მას შემდეგ მომხმარებელს სთავაზობს სრულ სამსახურეობრივ პაკეტს იურიდიულ, საინვესტიციო და არქიტექტურულ მიმართულებებში, მომსახურების ფარგლებში როგორც საქართველოში, ასევე შვეიცარიასა და ესპანეთში. დაფუძნების დღიდან ჩვენი მთავარი პრინციპებია: კლიენტის ინტერესების მაქსიმალური დაცვა კლიენტსა და კომპანიას შორის ნდობაზე და კეთილსინდისიერებაზე დაფუძნებული ურთიერთობა მომსახურების გამჭვირვალობა და ხელმისაწვდომობა წლების განმავლობაში კომპანიამ შექმნა ძლიერი კლიენტთა ბაზა, რომელთათვის ჩვენი ოფისი წარმოადგენს საიმედო მხარდამჭერს ნებისმიერ რთულ სიტუაციაში. პარტნიორობით ჩვენთან, კლიენტი ხდება ერთიანი გუნდის ნაწილი და იღებს სრულ მომსახურებას ერთ სივრცეში, ინდივიდუალურად შემუშავებული მიდგომით, რომელიც სრულად შეესაბამება მის საჭიროებებს. იურიდიული მიმართულება კომპანია გთავაზობთ სრულ მომსახურებას იურიდიულ სფეროში, მათ შორის: სასამართლოში წარმომადგენლობა, სამართლებრივი კონსულტაციები, საადვოკატო მხარდაჭერა, ადმინისტრაციული, სამოქალაქო და სისხლის სამართლის მიმართულებები, ინვესტორთა მხარდაჭერა სამართლებრივი რისკების ანალიზსა და შეთანხმებებში. საინვესტიციო მიმართულება კომპანია უზრუნველყოფს ინვესტორთათვის პროექტების დაგეგმვას, ბაზრის ანალიზს, პერსპექტიული ობიექტების შერჩევას და გრძელვადიანი ფინანსური სარგებლის მაქსიმიზაციას. ჩვენ ვეხმარებით კლიენტებს პროექტების განხორციელებაში, პარტნიორთა მოძიებასა და საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებაში, უზრუნველვყოთ ინვესტიციების ეფექტურობა. არქიტექტურული მიმართულება კომპანია უზრუნველყოფს თანამედროვე, ფუნქციურ და ესთეტიკურად გამორჩეულ არქიტექტურულ გადაწყვეტილებებს. ჩვენი მომსახურება მოიცავს საცხოვრებელი, კომერციული, მრავალი ფუნქციისა და სპეციალური დანიშნულების შენობა-ნაგებობების პროექტირებას, საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას, ვიზუალიზაციას და მშენებლობის სრულ მართვას, უსაფრთხოების და კანონმდებლობის დაცვით. ჩვენი გამოცდილება, მრავალპროფილური და ინდივიდუალური მიდგომა უზრუნველყოფს კლიენტებისთვის უსაფრთხო, ეფექტურ და ხარისხიან მომსახურებას, რომელიც აერთიანებს იურიდიულ, საინვესტიციო და არქიტექტურულ გადაწყვეტილებებს ერთ სივრცეში.

გაიცანით ჩვენი გუნდი

ხელმძღვანელი, დამფუძნებელი

დეპარტამენტის ხელმძღვანელი | იურისტი

უფროსი იურისტი/ადვოკატი

დამფუძნებელი

აუდიტისა და ფინანსების მენეჯერი

უძრავი ქონების ექსპერტი

უძრავი ქონების ექსპერტი

ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი