ნინო შავიძე

იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი | იურისტი

.

ნინო შავიძე არის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე იურისტი, რომელიც წარმატებით მუშაობს როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში. მას აქვს 20 წელზე მეტი პროფესიული გამოცდილება სამართლის სფეროში და გამორჩეული პრაქტიკა ადმინისტრაციულ, სამოქალაქო და ორგანიზაციულ-სამართლებრივ საკითხებში.

ამჟამად ნინო შავიძე იკავებს კომპანია „ჰუავეის“-ს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციას, სადაც პასუხისმგებელია კომპანიის სამართლებრივი საქმიანობის მართვაზე, იურიდიული რისკების შეფასებასა და კონტროლზე, ასევე ხელშეკრულებითი და კორპორაციული სამართლებრივი პროცესების ზედამხედველობაზე.

პარალელურად, მას აქვს მრავალი წლის საქმიანობის სტაჟი იუსტიციის სახლში სივრცის კოორდინატორის პოზიციაზე, სადაც მართავად მრავალკაციან გუნდს, უზრუნველყოფდა სამართლებრივი და პროცედურული პროცესების სწორად განხორციელებას, ახორციელებდა საკანონმდებლო ცვლილებების დანერგვას და ეფექტურად მართავდა მომხმარებლებთან ურთიერთობას.

ნინოს პროფესიული კარიერა მოიცავს მუშაობას საქართველოს იუსტიციის სამინისტროში, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, ეკონომიკის სამინისტროში, ასევე კერძო საადვოკატო პრაქტიკაში. მისი გამოცდილება მოიცავს სასამართლო დავების წარმოებას, სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადებას, ადმინისტრაციული პროცესების მართვასა და ორგანიზაციული საქმიანობის სამართლებრივ უზრუნველყოფას.

იგი არის თბილისის სავაჭრო-ეკონომიკური ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებული. აქტიურად მონაწილეობს პროფესიულ ტრენინგებსა და განვითარების პროგრამებში, მათ შორის ლიდერობის, მენეჯმენტის, ეფექტური კომუნიკაციისა და კონფლიქტების მართვის მიმართულებით.

ნინო შავიძე ფლობს ქართულ და რუსულ ენებს სრულყოფილად, ასევე ინგლისურ ენას სამუშაო დონეზე. გამოირჩევა მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით, მენეჯერული უნარებით, პრობლემების ეფექტური გადაწყვეტის შესაძლებლობით და გუნდური მუშაობის ძლიერი გამოცდილებით.

სამუშაო გამოცდილება

  1. „ჰუავეი ტექნოლოგიების კომპანია“. იურისტი – 2025 – დღემდე
  2. კომპანია „აქვა-გეო“ (წყალი სნო, წყალი კობი) იურიდიული დეპარტამენტის უფროსი | 2024 – 2025
  3. სსიპ იუსტიციის სახლი – თბილისის ფილიალი – სივრცის კოორდინატორი | 2012 – 2024
  4. საერთაშორისო საადვოკატო ოფისი – იურისტი | 2020 – დღემდე
  5. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
  1. ყადაღის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი
  2. ყადაღის სამსახურის უფროსის მოადგილე
  3. სამართლებრივი უზრუნველყოფის სექტორის იურისტი
  4. ადმინისტრაციის თანაშემწე
  1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო – იურისტი | 2006 – 2012
  2. ეკონომიკის კვლევითი სამეცნიერო ინსტიტუტი – იურისტი | 2005 – 2006
  3. საადვოკატო ბიურო – ადვოკატი-იურისტი | 2004 – 2006
  4. საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო – იურისტი – კანონშემოქმედებითი სამმართველო | 2002 – 2004