
ესპანეთი მიმზიდველ ქვეყნად იქცა საერთაშორისო მეწარმეებისთვის, რომლებიც ევროპაში ინოვაციური პროექტების განვითარებას ისახავენ მიზნად. სტარტაპებთან დაკავშირებული კანონმდებლობით, ქვეყანა მათ სთავაზობს საგადასახადო შეღავათებს, გამარტივებულ ადმინისტრაციულ პროცედურებსა და ინოვაციაზე ორიენტირებული ბიზნესების ფინანსურ მხარდაჭერას ENISA-ს მეშვეობით.
ამ გზამკვლევში Laduchi Consult-ის ექსპერტები ეტაპობრივად განმარტავენ, თუ როგორ შეიძლება მოქმედმა ესპანურმა კომპანიამ მიიღოს დაფინანსება ENISA-სგან, რათა წარმატებით გააფართოვოს და განავითაროს საკუთარი ბიზნესი.
შინაარსი
რა არის ENISA?
როგორ აფასებს ENISA სტარტაპებს და ანიჭებს საკრედიტო რეიტინგებს
ENISA-ის საკრედიტო რეიტინგის დონეები და მათი მნიშვნელობა
ENISA-ის სასესხო პირობები სტარტაპებისთვის: თანხები, ვადები და ძირითადი მახასიათებლები
განაცხადის შეტანისა და ENISA-ის დამტკიცების მიღების ეტაპები
ENISA-ის მხრიდან უარის თქმის გავრცელებული მიზეზები
რატომ არის მნიშვნელოვანი ბიზნესის სწორად პოზიციონირება
დასკვნა
ხშირად დასმული კითხვები ENISA-ის შესახებ
რა არის ENISA?
ENISA (Empresa Nacional de Innovación) არის ესპანეთის სახელმწიფო სააგენტო, რომელიც ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ინოვაციურ სტარტაპებსა და იმ დამკვიდრებულ კომპანიებს, რომლებიც მაღალი პოტენციალის მქონე პროექტებზე მუშაობენ. მისი ძირითადი მისიაა ბიზნესის ზრდის ხელშეწყობა შეღავათიანი სესხების მეშვეობით და ქვეყნის სამეწარმეო ეკოსისტემის გაძლიერება.
ENISA-ის მიერ დაფინანსების დამტკიცება ბიზნესის სანდოობისა და სიცოცხლისუნარიანობის მაჩვენებლად მიიჩნევა, რაც დამატებითი ინვესტორებისა და სტრატეგიული პარტნიორების მოზიდვას მნიშვნელოვნად ამარტივებს.
როგორ აფასებს ENISA სტარტაპებს და ანიჭებს საკრედიტო რეიტინგებს
ENISA იყენებს რისკების შეფასების კომპლექსურ სისტემას იმის დასადგენად, რამდენად უსაფრთხოა კონკრეტული ბიზნესის დაფინანსება. ყველა გადაწყვეტილება განიხილება მონიტორინგის, შეფასებისა და კონტროლის კომიტეტის მიერ, რაც პროცესის გამჭვირვალობასა და სანდოობას უზრუნველყოფს.
შეფასების პროცესი ძირითადად ეფუძნება სამ ფაქტორს:
ფინანსური შედეგები – კომპანიის საქმიანობისა და წარსული ფინანსური მაჩვენებლების დამადასტურებელი მონაცემები.
ხარისხობრივი ფაქტორები – გუნდის გამოცდილება, კონკურენტული უპირატესობები და ბაზრის პოტენციალი.
ბიზნესგეგმა – მომდევნო წლების პროგნოზები, რომლებიც კომპანიის ზრდისა და მასშტაბირების შესაძლებლობას აფასებს.
ამ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, ENISA კომპანიას ანიჭებს საკრედიტო რეიტინგს. დამატებითი გარემოებების არსებობისას, როგორიცაა ძლიერი უზრუნველყოფა ან მყარი ფინანსური ბაზა, ექსპერტებს შეუძლიათ რეიტინგის კორექტირება. აღნიშნული მეთოდი უზრუნველყოფს დაფინანსების სამართლიან და მტკიცებულებებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს.
ENISA-ს საკრედიტო რეიტინგის დონეები და მათი მნიშვნელობა
მიუხედავად იმისა, რომ საკრედიტო რეიტინგი სესხის დამტკიცებისთვის სავალდებულო არ არის, ის შესაძლოა უარის თქმის საფუძველი გახდეს. მოქმედი მოდელის მიხედვით, განაცხადმა მინიმუმ C3 დონის რეიტინგი უნდა მიიღოს. თუმცა, C3 რეიტინგიც კი ავტომატურად არ ნიშნავს დაფინანსების დამტკიცებას, რადგან გადაწყვეტილების მიღებისას სხვა ფაქტორებიც განიხილება.
| რეიტინგი | მნიშვნელობა |
| A1, A2, A3 | დაბალი საკრედიტო რისკი |
| B1, B2, B3 | პოტენციური რისკი არახელსაყრელი ეკონომიკური პირობების შემთხვევაში |
| C1, C2, C3 | მნიშვნელოვანი საკრედიტო რისკი, თუმცა უსაფრთხოების გარკვეული ზღვარი მაინც არსებობს |
| D1 | ვალდებულების შეუსრულებლობა შესაძლებელია |
| D2 | ვალდებულების შეუსრულებლობა სავარაუდოა |
| D3 | ვალდებულების შეუსრულებლობა თითქმის გარდაუვალია |
ENISA-ს სასესხო პირობები სტარტაპებისთვის: თანხები, ვადები და ძირითადი მახასიათებლები:
ENISA ინოვაციური სტარტაპებს სთავაზობს გამჭვირვალე და ხელსაყრელ სასესხო პირობებს:
- სესხის ოდენობა: 25,000 ევროდან 1,500,000 ევრომდე
- ვადა: მაქსიმუმ 7 წელი
- საშეღავათო პერიოდი: ჩვეულებრივ 2 წელი, თუმცა შესაძლებელია 5 წლამდე გაგრძელება
- საკომისიო: 0.5%
- დაფარვა: პირველი ტრანშის ძირი თანხა და პროცენტი იფარება კვარტალურად, ყოველი კვარტლის დასრულების შემდეგ
საპროცენტო განაკვეთები
სესხები გაიცემა საბაზრო პირობებით, რათა არ ჩაითვალოს სახელმწიფო დახმარებად. ფიქსირებული მარჟა განისაზღვრება Euribor-ის 12-თვიან განაკვეთზე დამატებით.
| რეიტინგი | Euribor-ზე დამატებული მარჟა პირველი საპროცენტო ტრანშისთვის | მეორე საპროცენტო ტრანშის მაქსიმალური განაკვეთი |
| A1 | 4.00% | 4.50% |
| A2 | 4.25% | 4.75% |
| A3 | 4.50% | 5.00% |
| B1 | 4.75% | 5.25% |
| B2 | 5.00% | 5.50% |
| B3 | 5.25% | 5.75% |
| C1 | 5.50% | 6.00% |
| C2 | 5.75% | 6.25% |
| C3 | 6.00% | 6.50% |
ENISA-ის სესხები შეიძლება გამოყენებულ იქნეს პროდუქტის განვითარების, მარკეტინგის, გუნდის გაფართოების და საერთაშორისო ზრდის დაფინანსებისთვის, რაც მათ უნივერსალურ ფინანსურ ინსტრუმენტად აქცევს ნებისმიერი ეტაპის ბიზნესისთვის — ადრეული სტადიის სტარტაპიდან მასშტაბირების ფაზაში მყოფ კომპანიამდე.
განაცხადის შეტანისა და ENISA-ის თანხმობის მიღების ეტაპები
ENISA-ის დაფინანსების მიღება წარმოადგენს სტრუქტურირებულ, მრავალსაფეხურიან პროცესს, რომელიც აერთიანებს ფინანსურ, სამართლებრივ და სტრატეგიულ შეფასებებს. მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ეტაპი სრულად და სათანადოდ შესრულდეს, რადგან ნებისმიერი ნაწილის გამოტოვებამ შესაძლოა განაცხადის წარმატება საფრთხის ქვეშ დააყენოს.
ეტაპი 1: განაცხადის წარდგენა
პროცესი იწყება ENISA-ის პორტალზე რეგისტრაციითა და დოკუმენტების ატვირთვით. აუცილებელი მასალები მოიცავს:
- კომპანიის მიმოხილვას, საქმიანობის აღწერასა და ბაზრის მონაცემებს;
- წინა წლების ფინანსურ ანგარიშგებებსა და სამომავლო პროგნოზებს;
- ზრდის სტრატეგიასა და დაფინანსების საჭიროებების აღწერას.
სავალდებულო დოკუმენტაცია:
- პასუხისმგებელი პირის მიერ ციფრულად ხელმოწერილი დეკლარაცია;
- საბოლოო ბენეფიციარი მესაკუთრეებისა და კომპანიის სტრუქტურის სანოტარო წესით დამოწმებული დოკუმენტები;
- დამფუძნებელი დოკუმენტები, რეგისტრაციის მოწმობები, წესდება და მასში შეტანილი ცვლილებები;
- ბოლო 3 წლის ფინანსური ანგარიშები და მიმდინარე შუალედური მონაცემები;
- დამატებითი დამხმარე მასალები — ნებისმიერი დოკუმენტი, რომელიც განაცხადს გააძლიერებს.
ვადები და პირობები
განაცხადის წარდგენიდან კომპანიას აქვს 30 დღე სრული დოკუმენტაციის ასატვირთად. თუ დოკუმენტები აღნიშნულ ვადაში არ იქნება წარმოდგენილი, განაცხადი გაუქმებულად ჩაითვლება და პროცესი თავიდან უნდა დაიწყოს.
დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის ვადები
- 15 დღე — რაოდენობრივი მონაცემებისთვის, როგორიცაა ფინანსური ანგარიშგებები, ვალდებულებების დეტალები და სხვა;
- 7 დღე — ხარისხობრივი ინფორმაციისთვის, როგორიცაა გუნდის, ბიზნესმოდელისა და ოპერაციული საქმიანობის აღწერა.
განაცხადის უარყოფის საფუძვლები პირველ ეტაპზე
ENISA შეიძლება უარი თქვას განაცხადზე, თუ:
- კომპანია არ აკმაყოფილებს მიერ განსაზღვრული მცირე და საშუალო საწარმოს სტატუსს;
- არსებობს დავალიანებები საჯარო უწყებების მიმართ ან დარღვეულია ფინანსური ვალდებულებები;
- კომპანია მოქმედებს გამორიცხულ სექტორში, მაგალითად უძრავი ქონების ან ფინანსურ სფეროში, ან მისი საქმიანობა შეიცავს მაღალ სოციალურ ან გარემოსდაცვით რისკებს;
- დარღვეულია DNSH წესის მოთხოვნები;
- კომპანიის ფინანსური სტრუქტურა არასტაბილურია, მაგალითად, არასაკმარისი კაპიტალის ან უარყოფითი წმინდა აქტივების გამო;
- გამოვლენილია სამართლებრივი, ეთიკური ან მარეგულირებელი რისკები.
ეტაპი 2: შეფასება
ეს არის პროცესის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი. ENISA აფასებს:
- ბიზნესის საერთო სიცოცხლისუნარიანობას;
- საკრედიტო რეიტინგს (A–D);
- რეკომენდებულ დაფინანსების ოდენობას.
ვადები:
- დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნა — 7-დან 15 დღემდე;
- სრული შეფასება — დამოკიდებულია კომპანიის ეტაპსა და საქმის სირთულეზე.
ამ ეტაპზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მონაცემების სიზუსტეს. გადაჭარბებული პროგნოზები ან არარეალისტური მაჩვენებლები მნიშვნელოვნად ამცირებს დაფინანსების მიღების შანსს.
ეტაპი 3: დამტკიცება
საწყის გადაწყვეტილებას დაფინანსების შესახებ იღებს ENISA-სა და FEPYME-ის საინვესტიციო კომიტეტი“.
შემდგომი გადაწყვეტილება დამოკიდებულია მოთხოვნილი სესხის ოდენობაზე:
- 300,000 ევრომდე — გადაწყვეტილებას ამტკიცებს ან უარყოფს ENIS-ს აღმასრულებელი დირექტორი, რომელსაც შეუძლია მხოლოდ კომიტეტის გადაწყვეტილების დადასტურება ან ვეტოს დადება, თუმცა არა მისი პირობების შეცვლა;
- 300,000 ევროზე მეტი — გადაწყვეტილებას იღებს დირექტორთა საბჭო, რომელსაც ასევე შეუძლია მხოლოდ დადასტურება ან ვეტოს გამოყენება. ამ ეტაპზე დამატებით ტარდება აუდიტიც.
ეტაპი 4: ხელმოწერა
დამტკიცების შემდეგ ფორმდება სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულება, რომელიც სესხის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს. ხელმოწერის ვადა შეიძლება იყოს მაქსიმუმ 180 დღე.
თანხის გაცემის შემდეგ ENISA აგრძელებს კომპანიის ფინანსური მდგომარეობის, ანგარიშგებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს.
მთავარი კრიტერიუმი: საკუთარი კაპიტალი
სესხის მოცულობა პირდაპირ დამოკიდებულია კომპანიის საკუთარ კაპიტალსა და საკრედიტო რეიტინგზე, რადგან ENISA იყენებს ფინანსური ბერკეტის მოდელს.
- ადრეული ეტაპის სტარტაპებისთვის სესხისა და კაპიტალის თანაფარდობა შეიძლება იყოს მაქსიმუმ 2:1;
- უფრო განვითარებული კომპანიებისთვის აღნიშნული თანაფარდობა დაბალია, მათი ფინანსური სტაბილურობისა და ისტორიის გათვალისწინებით.
გაითვალისწინეთ, რომ საკუთარი ინვესტირებული სახსრების ან საკმარისი კაპიტალის გარეშე დაფინანსების მიღება პრაქტიკულად შეუძლებელია. მაგალითად, 100,000 ევროს ოდენობის დაფინანსების მისაღებად კომპანიას შესაძლოა დაახლოებით 1,000,000 ევროს კაპიტალი მოეთხოვოს.
ENISA-ის მხრიდან უარის თქმის გავრცელებული მიზეზები
პრაქტიკაში, ისევე როგორც ENISA-ის რეგულაციების მიხედვით, პროექტი შესაძლოა უარყოფილ იქნეს რამდენიმე ძირითადი მიზეზის გამო.
სუსტი ბიზნესგეგმა — თუ წარმოდგენილი დოკუმენტი მკაფიოდ არ ასახავს პროექტის სტრატეგიას, შემოსავლების პროგნოზებს, მასშტაბირების გეგმებსა და ინოვაციურ პოტენციალს, განაცხადი არასაკმარისად დამუშავებულად ჩაითვლება.
არასაკმარისი კაპიტალი — ENISA ყოველთვის აფასებს სესხს კომპანიის საკუთარ სახსრებთან მიმართებით. სათანადო კაპიტალის გარეშე, დამაჯერებელი ბიზნესგეგმაც კი შესაძლოა დაფინანსების მისაღებად საკმარისი არ იყოს.
ინოვაციის ნაკლებობა — შეფასებისას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა პროექტის უნიკალურობასა და ტექნოლოგიურ სიახლეს. თუ პროდუქტი ან მომსახურება არსებითად არ განსხვავდება არსებული გადაწყვეტილებებისგან, პროექტმა შესაძლოა შეფასება ვერ გაიაროს.
დოკუმენტაციის შეცდომები — არასრული ან არაზუსტი ინფორმაცია კომპანიის, ბენეფიციარების, ფინანსური მოდელის ან დეკლარაციების შესახებ, მათ შორის DNSH წესთან შესაბამისობის ნაწილში, თითქმის ყოველთვის იწვევს უარყოფას.
DNSH და ESG მოთხოვნებთან შეუსაბამობა — ENISA ამოწმებს, შეესაბამება თუ არა ბიზნესი გარემოსდაცვით მდგრადობასა და ESG პრინციპებს. დარღვევები შესაძლოა უარის საფუძველი გახდეს მაშინაც კი, როდესაც სხვა მაჩვენებლები დადებითია.
რა ხდება უარის შემთხვევაში
თუ განაცხადი უარყოფილია საინვესტიციო კომიტეტის მიერ, ან თუ გადაწყვეტილებას ვეტოს ადებს აღმასრულებელი დირექტორი ან დირექტორთა საბჭო, განხილვის პროცესი სრულდება. ყველა გადაწყვეტილება ფიქსირდება ოფიციალურ დოკუმენტებში, სადაც მითითებულია დამტკიცების ან უარყოფის კონკრეტული საფუძვლები, რაც პროცესის სრულ გამჭვირვალობას უზრუნველყოფს.
რატომ არის მნიშვნელოვანი ბიზნესის სწორი პოზიციონირება
ENISA-ის დაფინანსების მიღება მხოლოდ დოკუმენტაციის მომზადებას არ გულისხმობს. ერთი შეხედვით მარტივი იდეაც კი შეიძლება მიმზიდველი გახდეს, თუ ის სწორად იქნება წარმოდგენილი და ხაზგასმული იქნება მისი ინოვაციური პოტენციალი და სტრატეგიული მნიშვნელობა.
Laduchi Consult-ის ექსპერტები სპეციალიზდებიან სწორედ ამ მიმართულებით — პროექტის სწორ სტრუქტურირებაში, მისი ძლიერი მხარეების წარმოჩენასა და დაფინანსებისთვის მომზადებაში. ასეთი მხარდაჭერა ამცირებს რისკებს, ზოგავს დროს და მნიშვნელოვნად ზრდის დაფინანსების წარმატებით მიღების შესაძლებლობას.
დასკვნა
ENISA ქმნის მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ინოვაციური ბიზნესების დაფინანსებისა და განვითარებისათვის ესპანეთში. წარმატების მთავარი წინაპირობაა პროექტის პოტენციალის, მასშტაბირების შესაძლებლობისა და ქვეყნისთვის მისი ღირებულების ეფექტიანად წარმოჩენა.
ერთი შეხედვით მარტივი იდეაც კი შეიძლება მიმზიდველი გახდეს, თუ იგი სწორად იქნება წარმოდგენილი და სათანადოდ მომზადდება მთელი დოკუმენტაცია, მათ შორის ბიზნესგეგმა და ფინანსური მოდელი.
Laduchi Consult-ის გამოცდილება სტარტაპებს აძლევს შესაძლებლობას, თავდაჯერებულად გაიარონ თითოეული ეტაპი — სტრატეგიის განსაზღვრიდან და დოკუმენტების მომზადებიდან დაწყებული, ENISA-ის თანხმობის მიღებით დასრულებული. ასეთი მხარდაჭერა მნიშვნელოვნად ზრდის დაფინანსების, საკრედიტო რეიტინგისა და მეწარმის ვიზის მიღების შანსს.