ენერგეტიკის სექტორში იურიდიული მომსახურება მოიცავს კომპლექსურ სამართლებრივ მხარდაჭერას, რომელიც აუცილებელია ენერგეტიკული პროექტების განვითარების, რეგულირებისა და ფუნქციონირებისათვის. საქართველოში ეს სფერო მოიცავს თბოენერგეტიკას, ჰიდროენერგეტიკას, ელექტრულ და თბოქსელებს, ასევე ნავთობმომპოვებელ სექტორს. საქართველო ენერგეტიკის მიმართულებით ერთ-ერთ პერსპექტიულ ბაზრად მიიჩნევა როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ინვესტორებისთვის. მიუხედავად მაღალი პოტენციალისა, ეს სფერო გამოირჩევა რთული რეგულაციებითა და მრავალსაფეხურიანი სამართლებრივი მოთხოვნებით. განსაკუთრებით ეს ეხება განახლებადი ენერგიის პროექტებს — ჰიდრო, მზისა და ქარის ელექტროსადგურებს — რომლებიც საჭიროებს კომპლექსურ იურიდიულ ჩართულობას პროექტის ყველა ეტაპზე.
ენერგეტიკული საქმიანობა დაკავშირებულია სხვადასხვა ტიპის ნებართვებსა და ლიცენზიებთან — მშენებლობის, გენერაციის, გადაცემისა და განაწილების მიმართულებით. ჩვენ უზრუნველვყოფთ პროცესის სრულ მართვას: დოკუმენტაციის მომზადებიდან შესაბამის უწყებებთან ეფექტურ კომუნიკაციამდე, რაც ამცირებს დაგვიანებისა და ადმინისტრაციული ხარვეზების რისკს.
ენერგეტიკის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა დინამიკურია და ხშირად განახლებადი. ვაფასებთ ბიზნესის შესაბამისობას მოქმედ ნორმებთან, მათ შორის მარეგულირებელი ორგანოების მოთხოვნებთან და საერთაშორისო სტანდარტებთან. ასევე ვამუშავებთ შიდა პოლიტიკებსა და პროცედურებს, რომლებიც უზრუნველყოფს სტაბილურ და უსაფრთხო ოპერირებას.
ვთანამშრომლობთ სხვადასხვა ტიპის ენერგეტიკულ პროექტებზე — ჰესები, მზისა და ქარის სადგურები — იდეის ფორმირებიდან ექსპლუატაციამდე. მომსახურება მოიცავს მიწის სამართლებრივ ანალიზს, საინვესტიციო მოდელის ჩამოყალიბებას, სახელმწიფოსთან შეთანხმებების გაფორმებას, Due Diligence-ს ჩატარებას და რისკების მართვას.
Power Purchase Agreement წარმოადგენს ენერგეტიკული პროექტის ფინანსური სტაბილურობის ერთ-ერთ მთავარ ელემენტს. ვმუშაობთ ასეთი ხელშეკრულებების მომზადებაზე, შეფასებასა და მოლაპარაკებების წარმოებაზე როგორც საჯარო, ისე კერძო მხარეებთან. განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ტარიფების, ვადების, გარანტიებისა და დავის გადაწყვეტის მექანიზმების სწორ ფორმულირებას.
ვიცავთ კლიენტების ინტერესებს შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობაში. მომსახურება მოიცავს განცხადებებისა და სამართლებრივი დოკუმენტების მომზადებას, ადმინისტრაციულ პროცესებში მონაწილეობას და საჭიროების შემთხვევაში სასამართლოში წარმომადგენლობას.