ბესო კვირკველია

აუდიტორი | ბუღალტრული აღრიცხვისა და საგადასახადო საკითხების ექსპერტი

.

ბესიკ კვირკველია არის მაღალი კვალიფიკაციის მქონე ფინანსური და ბუღალტრული სფეროს სპეციალისტი, მრავალწლიანი პროფესიული და პრაქტიკული გამოცდილებით. 1983 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააღრიცხვო-ეკონომიკური ფაკულტეტი და მიენიჭა ეკონომისტის კვალიფიკაცია.

პროფესიული საქმიანობის განმავლობაში იკავებდა მნიშვნელოვან პოზიციებს როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორში. სხვადასხვა წლებში მუშაობდა ენგურჰესის მშენებლობის მთავარი სამმართველოს ეკონომისტ-ფინანსისტად და მთავარი ბუღალტრის მოადგილედ; ჯვარის მარმარილოს მაღაროთა სამმართველოში – მთავარ ბუღალტრად; წალენჯიხის რაიონის სტატისტიკის სამსახურში – სტატისტიკის-ეკონომისტად; შპს „ჯანოში“ – მთავარ ბუღალტრად.

2008 წლიდან არის პროფესიული ჟურნალის „გადასახადები და აღრიცხვა“ მთავარი ექსპერტი, ბუღალტრული და საგადასახადო საკითხების მიმართულებით. ავტორია 200-ზე მეტი სამეცნიერო-პრაქტიკული სტატიისა, რომლებიც ეხება საგადასახადო კანონმდებლობასა და ფინანსურ აღრიცხვას. ასევე არის სპეციალიზებული პროფესიული ლიტერატურის ავტორი, მათ შორის: „მესამე და მეოთხე კატეგორიების საწარმოთა ფინანსური ანგარიშგება“, „ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგება“ და „ბუღალტრული აღრიცხვა საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით“.

სამუშაო გამოცდილება:

1983-1986 -ენგურჰესის მშენებლობის მთავარი სამმართველოს ეკონომისტ-ფინანსისტი, მთავარი ბუღალტრის მოადგილე;

1986-2001-ჯვარის მარმარილოს მაღაროთა სამმართველოს მთავარი ბუღალტერი;

2001-2004- წალენჯიხის რაიონის ს.ლიის სტატისტიკის-ეკონომისტი;

2004-2008-შპს „ჯანოს“ მთავარი ბუღალტერი;

2008- წლიდან-ჟურნალი ,,გადასახადები და აღრიცხვის” მთავარი ექსპერტი ბუღალტრულ საკითხებში;