იურიდიული კონსულტაცია

ყოველდღიური სამართლებრივი საკითხების გადაწყვეტა და რჩევები

დოკუმენტაციის მომზადება

ხელშეკრულებები, შეთანხმებები და სხვა იურიდიული დოკუმენტები

სასამართლო წარმომადგენლობა

თქვენი ინტერესების დაცვა სასამართლოში

ვინ ვართ ჩვენ
ჩვენი გუნდი, დაკომპლექტებულია სისხლის სამართლის მიმართულებით მომუშავე ადვოკატებით, მათ შორის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში სპეცილიზებული ადვოკატებით. კომპანია შექმნილია იმ მიზნით, რომ კლიენტებს შესთავაზოს მაღალი ხარისხის, პროფესიონალური და სანდო სამართლებრივი მომსახურება სისხლის სამართლის საქმეებზე. ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს კლიენტების სრულ სამართლებრივ მხარდაჭერას საქმის ყველა ეტაპზე — პირველადი კონსულტაციიდან და საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობიდან, სასამართლო განხილვამდე და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
ჩვენი საქმიანობა ეფუძნება პროფესიონალიზმს, პასუხისმგებლობასა და კონფიდენციალურობას. თითოეულ საქმეს ვუდგებით ინდივიდუალურად, ვაანალიზებთ სამართლებრივ და ფაქტობრივ გარემოებებს და ვქმნით დაცვის სტრატეგიას, რომელიც მაქსიმალურად უზრუნველყოფს კლიენტის ინტერესების დაცვას. კომპანიის ადვოკატებს გააჩნიათ პრაქტიკული გამოცდილება სისხლის სამართლის სხვადასხვა კატეგორიის საქმეებში, მათ შორის ეკონომიკურ დანაშაულებში, ქონებრივ დანაშაულებში, ძალადობრივ დანაშაულებსა და სხვა რთულ სამართლებრივ დავებში.
დაზოგეთ ფული და დრო
მიიღეთ პროფესიონალური მომსახურება
გაზარდეთ ბიზნესის ეფექტურობა
ჩვენი ღირებულებები

ჩვენთან პარტნიორობით, თქვენ ხდებით ერთი დიდი ოჯახის წევრი, იღებთ სრულ საადვოკატო და იურიდიულ მომსახურებას ერთ სივრცეში

შეამცირეთ იურიდიული რისკები
სრული სამართლებრივი მხარდაჭერა
ყველა დარგის ექსპერტები
რას გთავაზობთ

ჩვენი სპეციალიზებული მომსახურებები

სამშენებლო სამართალი
სახელმწიფო შესყიდვები
პერსონალური მონაცემების დაცვა
AML მომსახურებები
საგადასახადო სამართალი
შრომითი სამართალი
პერსონალური მონაცემების ოფიცრი
ლიცენზირება
კორპორაციული სამართალი

სამართლებრივი მომსახურეობები

ჩვენი გუნდი, დაკომპლექტებულია სისხლის სამართლის მიმართულებით მომუშავე ადვოკატებით, მათ შორის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში სპეცილიზებული ადვოკატებით.

კომპანია შექმნილია იმ მიზნით, რომ კლიენტებს შესთავაზოს მაღალი ხარისხის, პროფესიონალური და სანდო სამართლებრივი მომსახურება სისხლის სამართლის საქმეებზე. ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს კლიენტების სრულ სამართლებრივ მხარდაჭერას საქმის ყველა ეტაპზე — პირველადი კონსულტაციიდან და საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობიდან, სასამართლო განხილვამდე და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

ჩვენი საქმიანობა ეფუძნება პროფესიონალიზმს, პასუხისმგებლობასა და კონფიდენციალურობას. თითოეულ საქმეს ვუდგებით ინდივიდუალურად, ვაანალიზებთ სამართლებრივ და ფაქტობრივ გარემოებებს და ვქმნით დაცვის სტრატეგიას, რომელიც მაქსიმალურად უზრუნველყოფს კლიენტის ინტერესების დაცვას.

კომპანიის ადვოკატებს გააჩნიათ პრაქტიკული გამოცდილება სისხლის სამართლის სხვადასხვა კატეგორიის საქმეებში, მათ შორის ეკონომიკურ დანაშაულებში, ქონებრივ დანაშაულებში, ძალადობრივ დანაშაულებსა და სხვა რთულ სამართლებრივ დავებში.

საქმიანობისას კომპანია ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო სამართლის სტანდარტებით, მათ შორის იმ პრაქტიკით, რომელიც ჩამოყალიბებულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში.

ჩვენი მთავარი მიზანია კლიენტებისთვის პროფესიონალური და ეფექტური სამართლებრივი მომსახურების უზრუნველყოფა, მათი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა და სამართლებრივი პრობლემების ოპტიმალური გადაწყვეტა.

კომპანია უზრუნველყოფს კლიენტების დაცვას სისხლის სამართლის საქმეებზე, მათ შორის:

  • ადვოკატის ორდერის გამოწერა
  • ბრალდებულის დაცვა სისხლის სამართლის პროცესში
  • დაზარალებულის ინტერესების დაცვა
  • საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა
  • დაცვის სტრატეგიის შემუშავება
  • მტკიცებულებების სამართლებრივი ანალიზი
  • საპროცესო შეთანხმებების წარმოება
  • სისხლის სამართლის რისკების შეფასება
  • სამართლებრივი პოზიციის ჩამოყალიბება
  • სამართლებრივი დასკვნების მომზადება
  • სისხლის სამართლის სფეროში სპეციალიზებული გუნდი
  • პრაქტიკული გამოცდილება რთულ სამართლებრივ საქმეებში
  • ინდივიდუალური მიდგომა თითოეული კლიენტის მიმართ
  • კონფიდენციალურობის სრული დაცვა
  • სწრაფი და ეფექტური სამართლებრივი მომსახურება

ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს კლიენტების წარმომადგენლობას სასამართლოს ყველა ინსტანციაში:

  • პირველი ინსტანციის სასამართლო
  • სააპელაციო სასამართლო
  • საკასაციო სასამართლო
  • საქართველოს გენერალური პროკურატურა
  • შსს საგამოძიებო ორგანოები
  • ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

ჩვენი გუნდი სპეციალიზებულია სამოქალაქო სამართლის სფეროში და უზრუნველყოფს კლიენტებისთვის პროფესიონალურ სამართლებრივ მომსახურებას სხვადასხვა ტიპის სამოქალაქო სამართლებრივ დავებსა და საკითხებზე.

კომპანიის მიზანია კლიენტების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების ეფექტური დაცვა, სამართლებრივი პრობლემების დროული და სწორი გადაწყვეტა და კლიენტებისთვის მაღალი ხარისხის იურიდიული მხარდაჭერის უზრუნველყოფა.

ჩვენი გუნდი აერთიანებს გამოცდილ იურისტებსა და ადვოკატებს, რომლებიც უზრუნველყოფენ კლიენტების სრულ სამართლებრივ მხარდაჭერას როგორც სასამართლო დავებში, ასევე დავის სასამართლოს გარეშე გადაწყვეტის პროცესში. თითოეულ საქმეს ვუდგებით ინდივიდუალურად, ვაანალიზებთ სამართლებრივ და ფაქტობრივ გარემოებებს და ვქმნით სამართლებრივ სტრატეგიას, რომელიც მაქსიმალურად იცავს კლიენტის ინტერესებს.

კომპანია საქმიანობას ახორციელებს სამოქალაქო სამართლის სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ხელშეკრულებითი ურთიერთობების რეგულირებაში, ქონებრივ დავებში, მემკვიდრეობის საკითხებში, საოჯახო სამართალში და სხვა სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობებში.

ჩვენი საქმიანობა ეფუძნება პროფესიონალიზმს, პასუხისმგებლობასა და ეთიკის მაღალ სტანდარტებს. კომპანია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და საერთაშორისო სამართლის პრინციპებით, მათ შორის ადამიანის უფლებათა დაცვის იმ სტანდარტებით, რომლებიც ჩამოყალიბებულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პრაქტიკაში.

კომპანიის მთავარი პრიორიტეტია კლიენტებისთვის საიმედო სამართლებრივი პარტნიორობის შეთავაზება და მათი უფლებების ეფექტური დაცვა როგორც სასამართლოში, ასევე სასამართლოს გარეთ.

კომპანიის მისიაა კლიენტებისთვის მაღალკვალიფიციური და ეფექტური სამართლებრივი მომსახურების უზრუნველყოფა, მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა და სამართლებრივი პრობლემების პროფესიული და სამართლიანი გზით გადაწყვეტა.

ჩვენი მიზანია თითოეულ კლიენტთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბება და ისეთი სამართლებრივი სტრატეგიის შექმნა, რომელიც მაქსიმალურად დაიცავს მის ინტერესებს.

ჩვენი ხედვაა ჩამოვყალიბდეთ სანდო და პროფესიონალურ იურიდიულ კომპანიად, რომელიც სამოქალაქო სამართლის სფეროში გამოირჩევა მაღალი ხარისხის მომსახურებით, პროფესიული ეთიკითა და წარმატებული სამართლებრივი პრაქტიკით.

კომპანია მიზნად ისახავს გახდეს ერთ-ერთი წამყვანი იურიდიული პარტნიორი როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის.

კომპანია კლიენტებს სთავაზობს სამართლებრივ მომსახურებას შემდეგ მიმართულებებში:

  1. სახელშეკრულები სამართალი
  • ხელშეკრულებების მომზადება და სამართლებრივი ანალიზი
  • ხელშეკრულების დარღვევით გამოწვეული დავები
  • ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა
  1. ქონებრივი დავები
  • უძრავი ქონების დავები
  • საკუთრების უფლების დაცვა
  • ქონების დაბრუნება უკანონო მფლობელობიდან
  1. საოჯახო სამართალი
  • განქორწინება
  • ქონების გაყოფა
  • ალიმენტის მოთხოვნა
  • ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა
  1. მემკვიდრეობის სამართალი
  • მემკვიდრეობის მიღება
  • ანდერძის შედგენა და გასაჩივრება
  • მემკვიდრეობასთან დაკავშირებული დავები
  1. სასამართლო წარმომადგენლობა

კომპანია უზრუნველყოფს კლიენტების წარმომადგენლობას:

  • პირველი ინსტანციის სასამართლოში
  • სააპელაციო სასამართლოში
  • საკასაციო სასამართლოში
  1. სამართლებრივი კონსულტაცია
  • სამართლებრივი რისკების შეფასება
  • იურიდიული დასკვნების მომზადება
  • სამართლებრივი პოზიციის ჩამოყალიბება

ჩვენი ღირებულებები:

  • პროფესიონალიზმი – თითოეულ საქმეს ვუდგებით მაღალი პასუხისმგებლობით და პროფესიული სტანდარტების დაცვით.
  • კონფიდენციალურობა – კლიენტთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია დაცულია სრული კონფიდენციალურობით.
  • ინდივიდუალური მიდგომა – თითოეულ საქმეს ვაანალიზებთ ცალკე და ვქმნით კლიენტზე მორგებულ სამართლებრივ სტრატეგიას.
  • სანდოობა – კლიენტთან ურთიერთობა ეფუძნება პატიოსნებასა და გამჭვირვალობას.
  • ეფექტურობა – ვცდილობთ სამართლებრივი დავების სწრაფ და ოპტიმალურ გადაწყვეტას.

კომპანია კლიენტებს სთავაზობს პროფესიონალურ სამართლებრივ მომსახურებას ადმინისტრაციული სამართლის სფეროში. ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს კლიენტების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას საჯარო ხელისუფლების ორგანოებთან ურთიერთობისას და ადმინისტრაციული დავების წარმოების პროცესში.

ადმინისტრაციული სამართლის სფეროში კომპანია კლიენტებს უწევს სამართლებრივ დახმარებას როგორც ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის ეტაპზე, ასევე ადმინისტრაციული აქტების გასაჩივრებისა და სასამართლოში დავის წარმოების პროცესში.

ჩვენი მიზანია უზრუნველვყოთ კლიენტების უფლებების ეფექტური დაცვა საჯარო ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შემთხვევაში და შევქმნათ სამართლებრივი სტრატეგია, რომელიც მაქსიმალურად დაიცავს კლიენტის ინტერესებს.

საქმიანობის განხორციელებისას კომპანია ხელმძღვანელობს საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობითა და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით, მათ შორის იმ პრაქტიკით, რომელიც ჩამოყალიბებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ.

ძირითადი მომსახურებები ადმინისტრაციულ სამართალში:

ადმინისტრაციული აქტების გასაჩივრება

  • ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრება
  • ადმინისტრაციული საჩივრის მომზადება
  • ადმინისტრაციული წარმოების სამართლებრივი მხარდაჭერა

ადმინისტრაციული დავები სასამართლოში

  • ადმინისტრაციული სარჩელის მომზადება
  • კლიენტის წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ სასამართლოში
  • სააპელაციო და საკასაციო დავები ადმინისტრაციულ საქმეებზე

საჯარო ინფორმაციის მიღება

  • საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის მომზადება
  • ინფორმაციის გაუცემლობის გასაჩივრება

სანებართვო და სალიცენზიო საკითხები

  • ნებართვებისა და ლიცენზიების მიღებასთან დაკავშირებული სამართლებრივი დახმარება
  • ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებების გასაჩივრება

საჯარო ორგანოებთან სამართლებრივი ურთიერთობა

  • სამართლებრივი კონსულტაცია ადმინისტრაციულ საკითხებზე
  • სახელმწიფო და მუნიციპალურ ორგანოებთან ურთიერთობის სამართლებრივი მხარდაჭერა

სასამართლო წარმომადგენლობა – კომპანია უზრუნველყოფს კლიენტების წარმომადგენლობას ადმინისტრაციულ დავებში:

  • პირველი ინსტანციის ადმინისტრაციულ სასამართლოში
  • სააპელაციო სასამართლოში
  • საკასაციო სასამართლოში
რატომ ჩვენ

რატომ უნდა ისარგებლოთ იურიდიული აუთსორსინგით?

ნდობა და ხარისხი

იურიდიული აუთსორსინგის მომწოდებელი კომპანია გთავაზობთ მესამე ალტერნატივას. თქვენ იმ თანხის სანაცვლოდ, რომელსაც უხდით თქვენს კომპანიაში დასაქმებულ იურისტებს ან სხვა იურისტს, შეგიძლიათ ყოველთვიურად დაიქირაოთ იურისტების გუნდი, რომლებიც საკუთარი სპეციალიზაციით თქვენს საქმიანობაზე არიან მორგებულნი

საქმის გამოძიების და მისი მოგების უნარი

წლების განმავლობაში არა ერთ საქმეზე გვიმუშავია და დაგვისრულებია წარმატებით

სისხლის სამართლის დაცვის საქმეები
0%
პირადი დაზიანების კომპენსაციის მოთხოვნები
0%
ოჯახის სამართლის საქმეები
0%
ბიზნესისა და კორპორაციული სამართალი
0%
როგორ ვმუშაობთ

ჩვენი საქმის სპეციფიკა

01

კლიენტთან კონსულტაცია

02

საკითხის მოკვლევა

03

ანალიზი და სტრატეგია

04

სამართლებრივი დავა