მოგახსენებთ რომ  2014 წლიდან არაერთი სტრატეგიული მნიშვნელობის  პროექტის პრეზენტაცია განვახორციელეთ ჩვენს პარტნიორ კომპანიებთან ერთად  რომლებსაც მთელ მსოფლიოში წამყვანი პოზიციები და მაღალი ავტორიტეტი გააჩნიათ. აღნიშნული კომპანიები    თანამედროვე მსოფლიოში ქმნიან მნიშვნელოვან ეკონომიკურ დოვლათს და ახორციელებენ ინოვაციურ პროექტებს.  თბილისში და მთელ საქართველოში უსწრაფეს რეჟიმში განსახორციელებელია    ქალაქების განტვირთვა და მათი განვითარება. განსაკუთრებით  აუცილებელია ჩვენს დედაქალაქში  დაწყებულ იქნეს ისეთი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება და მათი დასრულება დროულად როგორიცაა მრავალსართულიანი პარკინგის სისტემების მშენებლობა,ველო ტრასების განვითარება, ველო კულტურის დამკვიდრება, ველოსისტემების მოწყობა და მათი ეფექტური მართვა. ქალაქისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია ტრამვაის განვითარება და ამისათვის ინფრასტრუქტურული სამუშაოების ეფექტურად  ჩატარება, დროულად მოსაწესრიგებელია ავტობუსებში გადახდის სიტემები და მთლიანად საზოგადოებრივ ტრანსპორტში ინოვაციური ტექნოლოგიების დამკვიდრება. ჩვენი მიზანია მოცემული შთამბეჭდავი და გონივრული პროექტების განხორციელებით განვავითაროთ მთლიანი ინფრასტრუქტურა, თბილისი და მთელი   საქართველო გავხადოთ უფრო მიმზიდველი ტურისტებისათვის. ჩვენ არაერთი სოლიდური კომპანია ჩამოვიყვანეთ საქართველოში რომლებიც მზად არიან ჩვენთან ერთად განახორციელონ ყველაზე ამბიციური პროექტები მთელ  საქართველოში და ყოველივე  ამით შექმნან დამატებითი  სამუშაო ადგილები. ჩვენს მიერ თითოეული განსახორციელებელი პროექტები როგორც დედაქალაქში ასევე რეგიონებში ხორციელდება  „სმარტ სიტის“ კონცეფციის ფარგლებში.ჩვენი მიზანია მოცემული შთამბეჭდავი და გონივრული პროექტების განხორციელებით განვავითაროთ მთლიანი ინფრასტრუქტურა და საქართველო გავხადოთ უფრო მიმზიდველი ტურისტებისათვის. ქალაქის  ხელმძღვანელებმა  პირებმა  მნიშვნელოვანია მოახდინონ სმარტ სითის კონცეფციის  ფარგლებში მოცემული სტრატეგიული  პროექტების რეალიზება თბილისსა და  საქართველოს რამოდენიმე ქალაქში.

ჩვენ მთელმა საზოგადოებამ ერთად უნდა შევძლოთ 21-ე საუკუნის ქალაქების მშენებლობა და განვითარება ისე რომ ერთი მხრივ არ  დაზიანდეს ქალაქის ისტორიული არქიტექტურული სხეული და მეორეს მხრივ მაქსიმალურად იქნეს ათვისებული და გამოყებული მსოფლიოში მოწინავე ტექნოლოგიები. მრავალჯერ გავიმეორებ და ხაზგასმით აღვნიშნავ რომ 21-ე საუკუნე არ არის შავი ჯიპების ,  უგემოვნობის და საბჭოთა მოძველებული და დაჭაობებული აზროვნების საუკუნე ,ეს არის შესაძლებლობების ,ინოვაციური ტექნოლოგიების და ადამიანის განვითარების უმაღლესი საუკუნე .

თანამედროვე ქალაქი დღეს წარმოუდგენელია ველოსიპედის გარეშე.  ჩვენი საინიციატივო ჯგუფის მიერ  საქართველოში ჩამოყვანილი იქნა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კომპანია „ SMOOVE “-ის   წარმომადგენელი. მოეწყო შეხვედრები ქალაქ თბილისის , ზუგდიდის, ქუთაისის და ფოთის მერიებში.  კომპანია შეიქმნა 2008 წელს დიზაინის  შემუშავების, დამზადების, მონტაჟის და  ავტომატიზირებული ველო-გაქირავების სისტემის კონტროლის და მათი ტექნიკური მომსახურების,  მართვისა და  დამატებითი ველოსერვისების მიზნით. კომპანია არის ფრანგული და ის მდებარეობს საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში . მას გააჩნია ოფისები ქალაქებში ლიონსა და მონპელიეში. კომპანია შედგება მაღალკვალიფიციური თანამშრომლებისაგან და მისი ძირითადი ქვეკონტრაქტორები არიან ფრანგული კომპანიები.მსოფლიოს 12 ქვეყნის 20 ქალაქში  განლაგებულია კომპანია „ SMOOVE -ის“ ველოსიპედების გაქირავების 460 ტერმინალი  8500 ველოსიპედით.

ჩვენს მიერ გახორციელდა 2011 წელს ქ.ბათუმში უმნიშვნელოვანესი პროექტი რომელიც არის ველო ბათუმი ,მოეწყო გზები და ​განთავსდა ბათუმველოს საკუთრებაში 370 ველოსიპედი  23 ველო ტერმინალი. ველოსიპედით მოძრაობა შესაძლებელია ქალაქში გამოყოფილ სპეციალურ ველოტრასებზე. ძველი და ახალი ბულვარის ზღვისპირა ზოლზე განთავსებული  ტერმინალებიდან ხდება ველოსიპედების გამოყვანა.მოგეხსენებათ რომ ბათუმი ველო არის ამჟამად ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი საქართველოში და ტურისტების ყველაზე კომფორტული ადგილი.ცალსახაა აღნიშნულმა პროექტმა განავითარა ტურისტული პოტენციალი ბათუმში და მთლიანად  აჭარაში.

საინვესტიციო კომპანია ივერია მოტორსის დამფუძნებელი გიორგი ქიშმარია

Share this