ვინ ვართ ჩვენ
ჩვენი იურიდიული კომპანია გთავაზობთ სრულ სპექტრს საბაჟო მომსახურებების მიმართულებით, რომელიც მოიცავს როგორც პრაქტიკულ, ასევე სამართლებრივ მხარდაჭერას. ჩვენი მიზანია, უზრუნველვყოთ თქვენი ბიზნესის უსაფრთხო, სწრაფი და ეფექტური ოპერირება საერთაშორისო ვაჭრობის პროცესში. ჩვენი გუნდი ფლობს გამოცდილებას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო რეგულაციებთან მუშაობაში, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, მინიმუმამდე დავიყვანოთ რისკები და მაქსიმალურად გავამარტივოთ საბაჟო პროცედურები. კომპანია შექმნილია იმ მიზნით, რომ კლიენტებს შესთავაზოს მაღალი ხარისხის, პროფესიონალური და სანდო სამართლებრივი მომსახურება სისხლის სამართლის საქმეებზე. ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს კლიენტების სრულ სამართლებრივ მხარდაჭერას საქმის ყველა ეტაპზე — პირველადი კონსულტაციიდან და საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობიდან, სასამართლო განხილვამდე და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
დაზოგეთ ფული და დრო
მიიღეთ პროფესიონალური მომსახურება
გაზარდეთ ბიზნესის ეფექტურობა
ჩვენი ღირებულებები

ჩვენთან პარტნიორობით, თქვენ ხდებით ერთი დიდი ოჯახის წევრი, იღებთ სრულ საადვოკატო და იურიდიულ მომსახურებას ერთ სივრცეში

საბაჟო სამართალში ღრმა ექსპერტიზა
ბიზნესზე მორგებული გადაწყვეტილებები
სწრაფი და ეფექტური მომსახურება
რას გთავაზობთ

ჩვენი სპეციალიზებული მომსახურებები

საბაჟო დეკლარაციების მომზადება და წარდგენა

ვუზრუნველყოფთ იმპორტისა და ექსპორტის დეკლარირების სრულ პროცესს, კანონმდებლობის სრული დაცვით და დროში ოპტიმიზაციით.

საქონლის კლასიფიკაცია (HS კოდები)

ვადგენთ საქონლის სწორ კლასიფიკაციას, რაც განსაზღვრავს საბაჟო გადასახადებს და ამცირებს შეცდომებისა და სანქციების რისკს.

საბაჟო ღირებულების განსაზღვრა

ვახორციელებთ საქონლის საბაჟო ღირებულების სამართლებრივად გამართულ დადგენას, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

საბაჟო რეჟიმების შერჩევა

გთავაზობთ ოპტიმალურ საბაჟო რეჟიმებს — იმპორტი, ექსპორტი, დროებითი შემოტანა, რეექსპორტი და სხვა.

საბაჟო წარმომადგენლობა

ვიცავთ თქვენს ინტერესებს საბაჟო ორგანოებთან ურთიერთობის პროცესში და უზრუნველვყოფთ ეფექტურ კომუნიკაციას.

საბაჟო დავების წარმოება

ვმართავთ ადმინისტრაციულ და სასამართლო დავებს საბაჟო საკითხებზე, თქვენი ინტერესების მაქსიმალური დაცვით.

საბაჟო შემოწმებებისა და აუდიტის მხარდაჭერა

გეხმარებით საბაჟო კონტროლის პროცესში, რათა თავიდან აიცილოთ ფინანსური და სამართლებრივი რისკები.

ლიცენზიები და ნებართვები

ვუზრუნველყოფთ შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებასა და ნებართვების მიღებას.

საბაჟო რისკების ანალიზი

ვადგენთ და ვმართავთ საბაჟო რისკებს, რაც იცავს თქვენს ბიზნესს არასასურველი შედეგებისგან.