უფროსი იურისტი/ადვოკატი
.
ელენე ქიშმარია არის საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილებით, რაც უზრუნველყოფს კომპანიებისა და ფიზიკური პირების სრულ სამართლებრივ მხარდაჭერას. მისი საქმიანობა აერთიანებს როგორც სასამართლო დავების წარმოებას, ასევე ბიზნესისა და კორპორატიული სამართლის მიმართულებით სტრატეგიულ კონსულტირებას.
ელენემ იურიდიული განათლება მიიღო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მან სამართალმცოდნეობის მაგისტრის ხარისხი მოიპოვა. პროფესიული საქმიანობის განმავლობაში მან წარმატებით გაიარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდები სისხლის სამართლისა და საერთო სამართლის სპეციალიზაციით და არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი.
2021 წელს ელენე ქიშმარიამ დააფუძნა საადვოკატო კომპანია „Legal Alliance“, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს იურიდიული მომსახურების სრულ სპექტრს. ოფისი უზრუნველყოფს კლიენტების ინტერესების დაცვას სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით, ასევე ახორციელებს ბიზნესის სამართლებრივ აუთსორსინგს და კომპლექსურ იურიდიულ კონსალტინგს.
ელენეს პროფესიული პრაქტიკა მოიცავს მსხვილი კომპანიების სამართლებრივ მხარდაჭერას, მათ შორის ენერგეტიკისა და საინვესტიციო სექტორში მოქმედი ორგანიზაციების მომსახურებას. იგი აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო კომპანიებთან და უზრუნველყოფს კლიენტებისთვის როგორც ყოველდღიური სამართლებრივი საკითხების მართვას, ისე რთული კომერციული და სასამართლო დავების ეფექტიან გადაწყვეტას.
მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებები მოიცავს:
• სასამართლო და საარბიტრაჟო წარმომადგენლობა
• კორპორატიული და ბიზნეს სამართალი
• სისხლის სამართლის საქმეები
• ადმინისტრაციული დავები და სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობა
• ხელშეკრულებებისა და სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადება
• ბიზნესის სამართლებრივი სტრატეგიის დაგეგმვა
• იურიდიული მომსახურების აუთსორსინგი
• პირადი იურისტის მომსახურება
ელენე ქიშმარია გამოირჩევა ინდივიდუალური მიდგომით თითოეული კლიენტის მიმართ, სამართლებრივი რისკების ანალიზისა და შედეგზე ორიენტირებული სტრატეგიების შემუშავების უნარით. მისი პრაქტიკა დაფუძნებულია პროფესიულ ეთიკაზე, სანდოობაზე და კლიენტებთან გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე.
ელენე თავისუფლად ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს, რაც საშუალებას აძლევს წარმატებით წარმართოს საერთაშორისო სამართლებრივი კომუნიკაცია და პროექტები. გავლილი აქვს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის მოსამზადებელი კურსი და არის ოფიცერი 2025 წ.
სამუშაო გამოცდილება:
1. იურისტი – შპს “პრობლემური აქტივების მართვის სააგენტო”, 01.08.2018 – 01.01.2019
2. იურისტი – შპს “ზეარის”, 01.06.2020 – 01.04.2021
3. იურისტი/ადვოკატი – ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენის ფილიალი საქართველოში, 01.10.2020 – დღემდე
4. იურისტი/ადვოკატი – შპს “გრინ კაპიტალი”, 01.10.2020 – დღემდე
5. იურისტი/ადვოკატი – შპს საერთაშორისო საადვოკატო ოფისი – 21.2021 წლის 27 მაისიდან დღემდე
6. იურისტი/ადვოკატი – მეტალურგიული ქარხანა – შპს მოულდ ენდ მეტალს ჯორჯია – 2023 წლის 1 ივლისადან დღემდე