აუდიტისა და ფინანსური მენეჯმენტის ექსპერტი
მაია სხვიტარიძე არის ფინანსური მართვის, აუდიტისა და საგადასახადო კონსულტირების სფეროს მაღალკვალიფიციური სპეციალისტი, მრავალწლიანი საერთაშორისო და ადგილობრივი პროფესიული გამოცდილებით. ამჟამად წარმოადგენს აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია Black Sea Consulting Group-ის მმართველ პარტნიორსა და დირექტორს.
მას მიღებული აქვს მრავალპროფილური განათლება სამართლის, ფინანსური მენეჯმენტის, ბიზნეს ადმინისტრირებისა და საბუღალტრო აღრიცხვის მიმართულებით. სწავლობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამართალმცოდნეობის სპეციალობით. გავლილი აქვს პროფესიული საბუღალტრო განათლება ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციასა და პროფესიონალ ბუღალტერთა ინსტიტუტში. ასევე არის ოქსფორდის უნივერსიტეტის ფინანსური მენეჯმენტის პროგრამისა და კემბრიჯის უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების პროგრამის მონაწილე. გავლილი აქვს ევროპული ბიზნეს სკოლის CEO დონის პროგრამები და სწავლობდა ACCA-ის პროფესიული მოდულების ფარგლებში.
პროფესიული საქმიანობის ფარგლებში იკავებდა მაღალი პასუხისმგებლობის ხელმძღვანელ პოზიციებს. სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა საბუღალტრო მომსახურების კომპანიაში მთავარ ბუღალტრად და ფინანსური დეპარტამენტის ხელმძღვანელად. 2015-2025 წლებში იყო საერთაშორისო კლინიკური კვლევების კომპანია Worldwide Clinical Trials Georgia-ს ფინანსური დირექტორი და იურიდიული მარეგულირებელი დირექტორი, სადაც საქმიანობას ახორციელებდა მრავალ საერთაშორისო ბაზარზე. ასევე არის სარეკლამო კომპანია Perfect.PP-ს ფინანსური დირექტორი და თბილისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფინანსური სამსახურის ხელმძღვანელი.
მისი პროფესიული გამოცდილება მოიცავს სხვადასხვა სექტორს, მათ შორის: წარმოება, საერთაშორისო ვაჭრობა, იმპორტ-ექსპორტი, კლინიკური კვლევები, განათლება, მედიცინა, სახელმწიფო ტენდერები და თავისუფალი ინდუსტრიული ზონების საქმიანობა.
არის საქართველოს ბუღალტერთა და აუდიტორთა ასოციაციის, ევროპის ბიზნეს ასოციაციისა და IFAC-ის ასოცირებული წევრი. აქტიურად თანამშრომლობს სახელმწიფო უწყებებთან, მათ შორის საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან. მონაწილეობდა საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავებაში, მათ შორის თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისა და ონლაინ ვაჭრობის დაბეგვრის რეგულაციების მიმართულებით.
ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს მაღალ დონეზე.
სამუშაო გამოცდილება:
2010-2015 საბუღალტრო მომსახურების კომპანია TBAcompany, მთავარი ბუღალტერი, საგადასახადო და საფინანსო დეპარტამენტის უფროსი.
2015-2025 წწ.კლინიკური კვლევების საერთაშორისო კომპანია“WorldwideClinical Trials- Georgia” ფინანსური დირექტორი და იურიდიული მარეგულირებელი დირექტორი 62 ქვეყანაში.
გენერალური დირექტორის წარმომადგენელი-გენერალური მინდობილობის საფუძველზე.
2021– დღემდე–მმართველი პარტნიორი, დირექტორი, აუდიტორული მომსახურების კომპანია– შპს Black Sea Consulting Group
2013- დღემდე სარეკლამო კომპანია Perfect.PP- ფინანსური დირექტორი.
2023 – დღემდე თბილისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ააიუთი ფინანსური სამსახურის ხელმძღვანელი და სხვა.
წევრობა:
საქართველოს ბუღალტერთა და აუდიტორთა ასოციაციის წევრი;
ევროპის ბიზნეს ასოციაციის წევრი;
IFAC-ის ასოცირებული წევრი.